1. ქალები არ უსმენენ
ქალებს კარგად ესმით მათი მეგობრების, უსმენენ შვილებს და განსაკუთრებით დამსაქმებლებს, მაგრამ როცა საქმე კაცებს ეხება, მათ მხოლოდ ის ესმით, რაც სურთ.
მაგ: როცა მამაკაცი ქალს ეუბნება, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ არის, რადგან ამისთვის საკმარისი დრო არ აქვს, ქალი მაინც აგრძელებს სერიოზული უზრთიერთობის აწყობას, რადგან ფიქრობს, რომ მისი სიყვარული გადააფიქრებინებს. სინამდვილეში, როცა მამაკაცი უარს ამბობს სერიოზულ ურთიერთობაზე, ე.ი. ეს მართლაც ასეა. და თუ თქვენ
2. კონფლიქტს გაურბის
როცა მამაკაცი ხვდება, რომ მის გულწრფელობას კარგი არაფერი მოაქვს, როცა გრძნობს, რომ კითხვაზე პასუხს ან რაიმე სიმართლეს აუცილებლად მოჰყვება ისტერიკა, მაშინ სიმშვიდის შესანარჩუნებლად ის ტყუილს არჩევს.
ქალებს უნდა ესმოდეთ, რომ მამაკაცები მათგან ემოციურად და ფსიქოლოგიურად ძალიან განსხვავდებიან. ქალისთვის ჩხუბი და კამათი გადაწყვეტილების მიღების მეთოდია, მამაკაცისთვის კი ეს ფორმა უპატივცემულობის ტოლფასი.
უმრავლეს შემთხვევაში ტყუილს მოტივი აქვს, ამიტომ, თუ გსურთ ტყუილი აირიდოთ, მოტივი მოიშორეთ. ის, თუ როგორ იქცევა ქალი მამაკაცთან უთახსმოებისას, დიდ გავლენას ახდენს მისი გულახდილობის დონეზე.
ანა გარელი