29 ივლისი, 2017
რო­გორ ააცი­ლა ღვთის­მ­შობ­ლის კვარ­თ­მა ზუგ­დი­დი გან­საც­დელს - "ამა­ზე დიდ სას­წა­ულს რას უნ­და მო­ეს­წ­როს ადა­მი­ა­ნი, არ ვი­ცი"
წელს პირ­ვე­ლად და­ვეს­წა­რი ზუგ­დიდ­ში ვლა­ქერ­ნო­ბის დღე­სას­წა­ულს, რო­მე­ლიც 15 ივ­ლისს აღი­ნიშ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი - ზუგ­დიდ­ში, რად­გან სწო­რედ ამ ქა­ლაქ­შია დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი საქ­რის­ტი­ა­ნოს უდი­დე­სი სიწ­მინ­დე - ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის პა­ტი­ო­სა­ნი სა­მო­სე­ლი (კვარ­თი), რო­მე­ლიც ნარ­მის­გა­ნაა (სე­ლის­გან) მოქ­სო­ვი­ლი. ამ სა­მო­სელს დე­და ღვთი­სა, თურ­მე, ლოც­ვი­სას შე­მო­იხ­ვევ­და ხოლ­მე და ამი­ტო­მა­ცაა ამოჭ­რი­ლი მას­ზე პა­ტა­რა სა­ტუ­ჩე. ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის ბა­გე­ე­ბი ეხე­ბო­და მას და ლო­ცუ­ლობ­და: `ა­დი­დებს სუ­ლი ჩე­მი უფალ­სა და გა­ნი­ხა­რა სულ­მან ჩემ­მან ღმრთი­სა მი­მართ, მაცხოვ­რი­სა ჩე­მი­სა, რა­მე თუ მო­ხედ­ნა სიმ­დაბ­ლე­სა ზე­და მხევ­ლი­სა თვი­სი­სა­სა. რა­მე თუ, აჰა,
ესე­რა ამი­ე­რით­გან მნატ­რიდ­ნენ მე ყო­ველ­ნი ნა­თე­სავ­ნი~.

ვლა­ქერ­ნის ღვთის­მ­შობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა, ხო­ლო მსოფ­ლი­ოს ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი სიწ­მინ­დე - ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის პა­ტი­ო­სა­ნი სა­მო­სე­ლი (კვარ­თი) ზუგ­დი­დის ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­შია დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი. ამ უკა­ნას­კ­ნელს 15 ივ­ლისს გა­მო­აბ­რ­ძა­ნე­ბენ ხოლ­მე მუ­ზე­უ­მი­დან ტა­ძარ­ში და ერ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელს შე­უძ­ლია მას­თან მი­ახ­ლე­ბა.

ამი­ტო­მა­ცაა, რომ ვლა­ქერ­ნო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ვე­ლი კუთხი­დან და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან უამ­რა­ვი მორ­წ­მუ­ნე სტუმ­რობს ზუგ­დიდს. წელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა მო­ი­ყა­რა თა­ვი - სხვა­დას­ხ­ვა ეპარ­ქი­ის მღვდელ­მ­თავ­რე­ბი, ბერ­მო­ნაზ­ვ­ნე­ბი, მრევ­ლი დი­ლით ჯერ სადღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვას და­ეს­წ­რ­ნენ ვლა­ქერ­ნის ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის და­დი­ა­ნე­ბის კა­რის ეკ­ლე­სი­ა­ში, შემ­დეგ კი სადღე­სას­წა­უ­ლო სვლით კვარ­თი ზუგ­დი­დის ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის მშე­ნე­ბა­რე სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­და­აბ­რ­ძა­ნეს. სადღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გი­ას ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, მე­უ­ფე გე­რა­სი­მე უძღ­ვე­ბო­და.

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS