14 ივლისი, 2017
ზოდიაქოს 2 ყველაზე ბოროტი ნიშანი
ვერძი

ვერძის მმართველი - ენერგიული და იმპულსური მარსია. კარგ ხასიათზე მყოფი ვერძი შესანშნავი მეგობარია. მასთან არ მოიწყენთ, არ არის ზარმაცი და მზადაა დაგეხმაროთ. თუმცა, თუ ვერძი კარგ ხასიათზე არ არის და მას გააბრაზებთ, შესაძლოა ნამდვილ ქარცეცხლში გაეხვეთ, რადგან ის ცეცხლის სტიქიის ნიშანია.

ვერძები ფიცხი და ჯიუტები არიან, მათთან მოლაპარაკება რთულია, რადგან ყოველთვის არ სურთ მოსაუბრის ლოგიკური დასკვნების მოსმენა. ამ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცები ხშირად ფიქრობენ, რომ ზოგიერთი საკითხის გადაჭრა, მხოლოდ მუშტებით შეიძლება.

მორიელი

ზოიაქოს ამ ნიშანსაც
მარსი მფარველობს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ისინი მშვიდები და მეგობრულები არიან. ვიღაცამ შესაძლოა გულუბრყვილოდაც მიიჩნიოს. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ სიმშვიდის ნიღაბს უკან ძლიერი ემოციების ქარიშხალი მძვინვარებს. წყლის სტიქიის მაჩვენებელი მგრძნობიარე ბუნებაზე მიანიშნებს.

ამასთან, მორიელი გრძნობების გამოხატვას ერიდება, მაგრამ თუ გაანაწყენეთ, დამანგრეველი ძალის მქონე სიბრაზე ამოხეთქავს. ასეთ მომენტებში მორიელი ნამდვილად არის ბოროტი და სასტიკი.

მხოლოდ საკუთარი სულის დაბალი ვნებებისა და უღირსი ემოციების განწმენდის შემდეგ შეძლებენ გაიხსნან სიკეთის, სამყაროსა და სიყვარულისთვის. ამ გზის გავლა ყველა მორიელს მოუწევს. მათ ხანდახან ეჩვენებათ, რომ ცხოვრება დაუსრულებელი ბრძოლაა. აქ პირველ რიგში მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე გამარჯვება.
ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS