10 ივლისი, 2017
მრავალშვილიანმა დედამ 6 თვის ბავშვს პირსინგი გაუკეთა, რათა სოც.ქსელში ყურადღება მიექცია
მრავალშვილიანმა დედამ, ენედინა ვანსმა, რომელიც 5 შვილს ზრდის, სოციალური ქსელი მისი 6 თვის გოგონას სურათით გააოცა, რომელსაც პირსინგი გაუკეთა.

„საყვარლად გამოიყურება არა?! - როცა გაიზრდება ის ლამაზი პირსინგისთვის მადლობას მეტყვის. ჩემი აზრით, პირსინგით უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე მის გარეშე. მე დედამისი ვარ და მე გადავწყვეტ როგორ უნდა გამოიყურებოდეს, ვიდრე 18 წლის არ გახდება“ - წერს ენედინა გადაღებულ ფოტოზე.

აღსანიშნავია, რომ ვანსის პოსტმა სოციალური ქსელი ააფეთქა - უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების ნაწილი მას მეურვეობის ჩამორთმევითაც
დაემუქრა.

გარკვეული დროის შემდეგ, ენედინამ ხალხს უპასუხა. მან განმარტა, რომ ბავშვის ხელშეუხებლობის თემით სურდა საზოგადოების ყურადღება მიექცია და განაცხადა, რომ ფოტო ნამდვილი არ არის, დართული წარწერა კი მხოლოდ სარკაზმია.
ვანსი არასწორად მიიჩნევს დამოკიდებულებას, რომლის მიხედვითაც მშობლები ბავშვს ყურებს უხვრეტენ ან წინადაცვეთას უტარებენ.

ის დარწმუნებულია, რომ პროცედურები, რომლითაც ბავშვის სხეულს ვცვლით, დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში.

როცა სიტუაცია გაირკვა, სოც.ქსელის მომხმარებლებმა ენედინას მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ ამ თემაზე საზოგადოების ყურადღება მიიქცია.


ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS