10 ივლისი, 2017
Red Bull Lelos 2017 გამარჯვებული გუნდი „ელიტა“ გახდა
8 ივლისს, 12:00 საათზე Red Bull Lelos 2017 წლის ფინალური მატჩი ყვარელში გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს საქართველოს 16 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდა.

სამოყვარულო თაჩ რაგბის გამარჯვებული 2017 წელს გუნდი „ელიტა“ გახდა.

მეორე ადგილზე გავიდა Red Bull Lelos 2016 წლის გამარჯვებული გუნდი „Children”. მესამე ადგილი მოიპოვა გუნდმა „აკადემიელები“.
Rating
Red Bull Lelos სამოყვარულო თაჩ რაგბის ტურნირია, რომელიც წელს მესამედ ტარდება. შესარჩევი თამაშები 1 ივლისს ქუთაისში გაიმართ, 2 ივლისს კი- თბილისში.

შესარჩევი თამაშებიდან საქართველოს 14 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. 2 გუნდმა
კი, WILD CARD მიიღო.
Red Bull Lelos მიზანი რაგბის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა.

სამოყვარულო თაჩ რაგბიში მონაწილეობის სურვილი წელს 70-მდე გუნდმა გამოთქვა. თაჩ რაგბის ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ მოყვარული და პროფესიონალი მორაგბეები. წესების მიხედვით, გუნდში მხოლოდ ერთი „დიდი ათიანის“ მოთამაშე იყო დასაშვები. სამოყვარულო ტურნირი 2018 წელს ისევ გაიმართება.
ფაქტები Red Bull Lelos 2017 შესახებ:

Red Bull Lelos 2017 წელს მესამედ ჩატარდა
Red Bull Lelos 2017-ში მონაწილეობის სურვილის 70-მდე გუნდმა გამოთქვა
Red Bull Lelos ფინალი 8 ივლისს, ყვარელში გაიმართა
2017 წელს Red Bull Lelos გამარჯვებული გახდა გუნდი „ელიტა“, მეორე ადგილზე გავიდა „Children“, მესამეზე კი- გუნდი „აკადემიელები“.
Red Bull Lelos საპრიზო ფონდი 5000 ლარია.
• I ადგილი: 3000 ლარი
• II ადგილი: 1500 ლარი
• III ადგილი: 500 ლარი
Rating


Red Bull Lelos ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ფედერაცია “სპორტი ყველასთვის“ მხარდაჭერით.
Red Bull lelos პარტნიორები არიან: წყალი „ბაკურიანი“; ვაკის ხორცპროდუქტები;
Red Bull Lelos მედია პარტნიორია „Jako Fm”;
Red Bull Lelos პირველ ადგილზე გასული გუნდის შვიდივე წევრს ერთვიანი ულიმიტო აბონიმენტით დააჯილდოვებს Prolife Fitness and Spa.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS