07 ივლისი, 2017
როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი ენერგეტიკისგან
სახლი ის ადგილია, სადაც მოდუნებას და გარე სამყაროსგან დამალვას რეალურად შეძლებთ. მაგრამ ხანდახან უარყოფითი ენერგიაც გროვდება, რის გამოც ხშირად გრძნობთ დაღლილობას, მწუხარებასა და სევდას, ამიტომ საცხოვრებელი ადგილი უარყოფითი ენერგიისგან უნდა გაანთავისუფლოთ.

დაგჭირდებათ:

1 ჭიქა
თეთრი ძმარი
მარილი
სუფთა წყალი

როგორ მოიქცეთ:

1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი ჭიქაში
2. ჭიქა დადეთ იქ, სადაც 24 სთ-ის განმავლობაში ყველაზე მეტ დროს ატარებთ. თითოეული ადგილისთვის სხვადასხვა ჭიქა დაგჭირდებათ.
3. 24 სთ-ის შემდეგ შეამოწმეთ, ამოტივტივდა, თუ არა მარილი წყლის ზედაპირზე. თუ
ასე მოხდა, გარეცხეთ ჭიქა და პროცედურა გაიმეორეთ.
4. გაიმეორეთ პროცედურა, ვიდრე მარილი ტივტივს არ შეწყვეტს. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი სახლი სუფთაა.
როგორ მუშაობს ეს ხრიკი?
მარილი ისრუტავს უარყოფით იონებს, რომლებიც დადებით ვიბრაციებს ქმნიან. ეს შესანიშნავი მეთოდია, შედეგის სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მისაღებად.

რჩევა:
უარყოფითი ენერგეტიკისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ არომათერაპია და მედიტაციები. სამზარეულოში დადეთ ახალი ხილი, ოთახებში - ცოცხალი ყვავილები.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS