მას ყველგან ხედავდნენ, სანაპიროზე, ბაზარში, კაფე-რესტორნებთან... ყველა გიჟზე მეტს დადიოდა, ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა.
გარუჯულ კისერზე ზღვის ნიჟარებისგან აკინძული ყელსაბამი ეკიდა. ქამარზე კი მცირე ზომის ტაფები და ქვაბები. უმეტესად სომბრერო ეხურა და ძალიან ჰგავდა ცნობილ ფეხბურთელ დიეგო მარადონას. ალბათ, სეხნია ფეხბურთელის სიყვარულით, არგენტინის გუნდზე გაყვიროდა - "მსოფლიო ჩემპიონიაო". არავის უნახავს, ოდესმე უყურებდა თუ არა ჩემპიონატს, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ფეხბურთის არგენტინელ ლეგენდას აღმერთებდა...
სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია ჩვენთან საუბარში იგონებს, რომ ომის შემდგომ, სოხუმში ჩასვლისას ყოველთვის ცდილობდა მარადონას პოვნას, მაგრამ ვერასდროს ნახა. ადგილობრივმა აფხაზებმა უთხრეს: "ახალი აკვიატება აქვს, ჰალსტუხს იკეთებს, ტროლეიბუსში ჯდება და ქალაქის ერთი თავიდან მეორეში, კელასურის ხიდიდან ახალ რაიონამდე მიჰყვება, 10 კილომეტრზე მეტი მანძილია და ტრასნპორტიდან სოხუმის ქუჩებს ათვალიერებსო.."
იხილეთ სრულად: