ორმაგი სამსახური ძალიან დამღლელია, მაგრამ ბავშვს დაბადება არ უთხოვია, ამიტომ ეს თქვენი პასუხისმგებლობაა.
ჩამოთვლილი 3 საიდუმლო დაგეხმარებათ, რომ ბავშვებს აღარასდროს დაუყვიროთ:
1. გაერკვიეთ, როგორ სიტუაციებს გამოჰყავხართ მწყობრიდან
თუ ხმამაღალი მუსიკა ან ცუდი ნიშნები არ მოგწონთ, მოგიწევთ ამ სიტუაციას გონებრივად შეეგუოთ. ეს დაგეხმარებათ ბავშვების მიერ გამოწვეულ უსიამოვნო სიურპრიზებს მშვიდად შეხვდეთ.
2. ნუ
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა შეგიძლიათ შვილით იამაყოთ, მაგრამ თუ ფეხბურთსა და კარატეზე, მუსიკაზე ან ბალეტზე ატარებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ განხრით აუცილებლად ნიჭიერი უნდა იყოს. საკუთარ დაუკმაყოფილებელ ამბიციებს ბავშვებს ნუ დააკისრებთ.
3. დაითვალეთ 10-მდე
ამ ასაკში თქვენც აუტანელი იყავით. ბავშვის ენერგიულობა მის ცნობისმოყვარეობასთან ერთად ზრდასრულ ადამიანს ჭკუიდან გადაიყვანს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მარტივი არც თქვენი მშობლებისთვის იყო. გაიგეთ, რომ სწორედ მათი მოთმინების წყალობით ხართ ის, ვინც დღეს ხართ და ეს დაგეხმარებათ თქვენი ემოციები აკონტროლოთ.
ანა გარელი