28 ივნისი, 2017
113 წლის ადამიანი 5 პროდუქტს ასახელებს, რომლებსაც სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის იღებს
არიზონაში მცხოვრები ბერნარდო ლაპაულო 2014 წელს 113 წლის გახდა. ის ბრაზილიაში, 1901 წელს დაიბადა. უფრო საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ოჯახში ის ერთადერთი 100 წლიანი ადამიანი არ არის. ახალგაზრდობაში ბერნარდომ მამისგან რჩევები მიიღო, თუ როგორ მიჰყოლოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ლაპაულო დარწმუნებულია, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ცხოვრების წესის შედეგია და არა გენეტიკის.
ბერნარდოს დიეტურ რაციონში შედის დიდი რაოდენობით ორგანული ბოსტნეული და ხილი, ორაგული. გამორიცხავს გადამუშავებულ პროდუქტსა
და წითელ ხორცს. მისი თქმით შემდეგი 5 პროდუქტი კარგი ჯამრთელობისა და სიცოცოხლისუნარიანობის მიზეზია.

ნიორი
ნიორი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, ალიცინს, რასაც მრავალმხრივ სამკურნალო თვისება აქვს. ალიცინის წყალობით, ნიორს შეუძლია ქოლესტერინის მაღალი დონე და სისხლის მაღალი წნევა შეამციროს. ნიორი აფერხებს ათეროსკლეროზსაც.
დარიჩინი
დარიჩინს სამედიცინო მიზნით აქტიურად იყენებენ. ის სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის შემცველობას ამცირებს, ემბრძვის ინფექციებს, ანთებას და აუმჯობესებს მონელების პროცესს.

თაფლი

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სუპერ პროდუქტი. თაფლს თქვენს სხეულში ტუტიანობის შენარჩუნება შეუძლია. ის ანტიოქსიდანტების ნამდვილი „საწყობია“.

შავი შოკოლადი
თუ შავ შოკოლადს ზომიერად მიიღებთ, ის ძალიან სასარგებლო იქნება. შოკოლადი თაფლის მსგავსად დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ადაბლებს სისხლის წნევას, მოგიხსნით სტრესს, შეგინარჩუნებთ ჯანმრთელ გულს.

ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი განსაკუთრებით ეფექტურია ქოლესტერინის დონის დასაწევად, შაქრის დონის კონტროლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS