26 ივნისი, 2017
6 სტადია, რომლებსაც წყვილი დაშორების წინ გადის
სრულიად შესაძლებელია გამოვყოთ სტადიები, რომლებსაც წყვილი ჯერ კიდევ მანამდე გადის, ვიდრე ფაქტებით დაშორდება:

1. თითქმის არ ჩხუბობთ
ფიქრობთ, რომ თუ არ ჩხუბობთ, ეს კარგის ნიშანია? ცდებით. ჩხუბი ურთიერთობაში ინვესტიციასავითაა. ის გიჩვენებთ, რომ ის, რაც თქვენს შორის ხდება სულერთი არ არის.

2. იცვლება თქვენი სექსუალური ცხოვრება
აუცილებელი არ არის უარესობისკენ შეიცვალოს. საკმარისია ისიც, როცა ერთმანეთი აღარ გიზიდავთ. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით, წყვილი სექსით უფრო ხშირად კავდება, რადგან მათ ურთიერთობაში ამაზე კარგი აღარაფერი დარჩა.

3. ერთად ყოფნა აუტანელი ხდება
გაღიზიანება
პიკს აღწევს. გსურთ თავზე სკამი გადაამტვრიოთ, ხშირად წარმოიდგენთ, როგორ კლავთ. მისი დანახვა უბრალოდ აღარ შეგიძლიათ - ან ამას მისგან გრძნობთ.

4. იცვლით გარეგნობას

როცა ადამიანი თავად წყვეტს, რომ ურთიერთობა დასრულებულია, იწყებს ახალ ცხოვრებას, ეძებს ახალ ინტერესს, მეგობრებს, ახალ იმიჯს. ის ქვეცნობიერში წინ მიიწევს.

5. იცვლებით ქიმიურ დონეზე

აქსიტოცინი ჰორმონია, რომელიც პარტნიორებს შორის კავშირზეა პასუხისმგებელი. ის გამომუშავდება, შეხების, კოცნის, სულიერი საუბრებისას. თუ აქსიტოცინის დონე მცირდება, ქალში შესაძლოა დეპრესია, აპათეა და ლიბიდოს დაქვეითება გამოიწვიოს.
მამაკაცებს შესაძლოა ტესტოსტერონის დონე შეუმცირდეთ, თუ ურთიერთობაში ინტერესს ვეღარ პოულობენ. ეს ჰორმონი გამომუშავდება, როცა მამაკაცი რარაცას მოიპოვებს, გაიმარჯვებს, სახლში თავს გმირად იგრძნობს.

6. თქვენი ურთიერთობისთვის აღარ ცდილობთ
ეს დაშორების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ურთიერთობა ხომ ძალისხმევას საჭიროებს და თუ ამას არავინ ეცდება, ურთიერთობა ვერ გადარჩება.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS