20 ივნისი, 2017
სიყვარულის 3 მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომლებსაც ქალების უმრავლესობა ძალიან გვიან ხვდება
ხანდახან გაკვეთილს მაშინვე ვერ ვითვისებთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სიყვარულს, რომელიც აბრმავებს და ვარდისფერ სათვალეებს მოარგებს. სწორედ ამიტომ, ხშირად მასში გარკვევა ძალიან გვიან ხდება.

გთავაზობთ 3 გასათვალისწინებელ გაკვეთილს:

1. არ შეიძლება ვინმეს თქვენი სიყვარული დააძალოთ. ყველაფერი, რის გაკეთებაც დასაშვებია, ისაა, რომ იყოთ ისეთი, რომლის შეყვარებაც შესაძლებელი იქნება. სხვა დანარჩენი მეორე ადამიანზეა დამოკიდებული. რამდენად ძლიერად შეყვარებაც არ უნდა ეცადოთ, მის საპასუხო გრძნობას ვერ გამოიწვევს. მაგრამ ეს სამყაროს დასასრული არ არის.
ნუ იქნებით ქალი, რომელსაც მამაკაცი სჭირდება.
იყავით ქალი, რომელიც მამაკაცს სჭირდება.

2. ყველა ადამიანს თავისებურად უყვარს, გასცემს სიყვარულს ისე, როგორც მას შეუძლია და არა ისე, როგორც ჩვენ ველით.
გრძნობებს ყველა ინდივიდუალურად გამოხატავს. სიყვარული ადამიანის სულის ანარეკლია. ისწავლეთ მიიღოთ მისი სიყვარული ისეთი, როგორიც არის. დააფასეთ და მადლიერი იყავით.

3. სიყვარული უპირობო უნდა იყოს არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც
ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს გარკვეულ პირობებში, შეგვიძლია განვიხილოთ და გავაკრიტიკოთ. მაგრამ, თუ ამის კეთებას შევწყვეტთ, ნამდვილ სიყვარულს შევიგრძნობთ.

უნდა დაიწყოთ საკუთარი თავით: ისწავლოთ ჯერ საკუთარი თავის სიყვარული ნებისმიერი კუთხით, შემდეგ კი სხვების.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS