ერთ-ერთი მსხვერპლის დედამ რომის პაპს მომხდართან დაკავშირებით წერილიც მისწერა, მაგრამ ვატიკანიდან უპასუხეს, რომ „საქმე დახურულია“.
პაპი ფრანცისკის თქმით, მსგავსი ქმედებები მიმართულია „მეტად შემწყალებელი ეკლესიის“ შექმნისკენ.
სამწუხაროდ, რომის კათოლიკურ ეკლესიას პედოფილიისა და მამათმავლობის დიდიხნიანი ისტორია აქვს.
2002 წელს ამერიკულმა გაზეთმა „Boston Globe“ , ჟურნალისტური გამოძიების შედეგი გამოაქვეყნა, რამაც ბოსტონის არქიეპარქიაში არსებულ მსგავს დანაშაულებს ნათელი მოჰფინა.
აშშ-ს შემდეგ კათოლიკური ეკლესიის ანალოგიური პრობლემა მექსიკაში დაფიქსირდა. 2004 წელს ვატინაკმა, მღვდელ მარსიალა მასიელას წინააღმდეგ აღძრული მანამდე დახურული საქმე კვლავ გახსნა.
მას არასრულწლოვანის ცდუნებაში ედება ბრალი; მიუხედავად ქორწინებაზე უარის თქმისა, მას 3 ქალისგან 6 შვილი ჰყავდა.
ეს დანაშაულები ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა და ზემდგომებმა ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ვატიკანმა მასიელა მხოლოდ 2006 წელს ვატიკანმა გადააყენა პოსტიდან.
აშკარაა, რომ კათოლიკური ეკლესია დანაშაულების დაფარვასა და გარყვნილებას მეტად უწყობს ხელს, ვიდრე სამართლიანობას.
ანა გარელი