14 ივნისი, 2017
როგორ შევინარჩუნოთ საყვარელი სუნამოს არომატი მთელი დღის მანძილზე?
საყვარელი სუნამოს გამოყენება დიდი სიამოვნებაა, თუმცა ხშირად სურნელი მთელი დღის განმავლობაში არ რჩება.

ეს კი შესაძლოა სუნამოს არასწორი გამოყენების ბრალი იყოს. როგორ მოიქცეთ, რომ სურნელი მთელი დღის მანძილზე შეინარჩუნოთ?

ამ პრობლემის მოგვარება იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.
დაგჭირდებათ:


- სუნამო

- ვაზელინი

პირველ რიგში, წაისვით ვაზელინი მაჯაზე, ყელზე და იმ ადგილებში, სადაც სუნამოს იპკურებთ. შემდეგ იპკურეთ სუნამო, სადაც ვაზელინი წაისვით.

ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ ვაზელინი პარფიუმერიის შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს, ბლოკავს არომატს და ინარჩუნებს სურნელს. სუნამო არ "იმოქმედებს"
მშრალ კანზე, სწორედ ამიტომ, მას დამატენიანებელი საშუალება, ვაზელინი სჭირდება. ასე, საყვარელ სუნამოს სურნელს მთელი დღის განმავლობაში იგრძნობთ.


ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS