14 ივნისი, 2017
სილამაზე მსხვერპლს აღარ მოითხოვს - "ბლოგი სილამაზის შესახებ" "ვიადერმისგან"
ჟურნალ "ბომონდის" მორიგ გლამურულ საღამოს ბარ-რესტორან "ტიფანის" ტერასამ უმასპინძლა. საღამო საქართველოში პირველი ოფიციალური სილამაზის ბლოგის პრეზენტაციას მიეძღვნა.

www.makechoice.ge საიტზე თავმოყრილი იქნება ყველა რჩევა, რომელიც სილამაზესთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ. რჩევებს მკითხველისთვის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი დაწერს, რომელიც მუდმივ კონსულტაციებს გაივლის ამ სფეროს წარმომადგენლებთან.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

"აქამდე არ არსებობდა ერთიანი პლატფორმა, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა თავის მოვლასთან დაკავშირებული ყველა მიმართულება. ჩვენი მიზანია, www.makechoice.ge გახდეს სანდო წყარო და მრჩეველი სილამაზის მიმართულებით. სწორედ ამან განაპირობა ბლოგზე სპეციალური ტესტის, ე.წ.
სილამაზის ექსპერტის განთავსება, რომელიც გვეხმარება კანის, თმისა და ფრჩხილების ტიპის განსაზღვრაში და აქედან გამომდინარე, ჩვენზე მორგებულ კონკრეტულ რეკომენდაციებს გვთავაზობს. ბლოგი მრავალფეროვანია და შედგება როგორც პროფესიული განყოფილებისგან, რომელიც აერთიანებს დარგის სპეციალისტებთან ინტერვიუებსა და ზოგად რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით, ასევე - გასართობი ნაწილისგან, სადაც მკითხველი გაეცნობა უახლეს ტენდენციებს და გაიგებს, თუ როგორ უვლიან თავს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. ბლოგი სილამაზის შესახებ დაამსხვრევს სტერეოტიპს, რომ "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს" და დაანახებს მკითხველს, რომ სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება - გამოიყურებოდე კარგად, ეს უბრალოდ არჩევანია" - თინათინ სამყურაშვილი (www.makechoice.ge-ს წარმომადგენელი, პროექტის ავტორი)
Rating


"სილამაზე შენშია" - ეს ნუტრიკოსმეტიკა "ვიადერმის" გზავნილია მათთვის, ვისაც სურს, ჰქონდეს უნაკლო კანი, ჯანსაღი თმა და მტკიცე ფრჩხილები - სწორედ "ვიადერმია" www.makechoice.ge -ს შექმნის ინიციატორი და დამფუძნებელი. ბლოგის კონცეფციაც ამ მარტივ ფორმულას ეფუძნება.

"ჩვენი კომპანიის მიზანია ევროპული სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში პრევენციისა და ინოვაციების კუთხით. სულ რაღაც 2 წლის წინ ქართულ ფარმაცევტულ სფეროში პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი "ვიადერმი" გამოჩნდა, რომელსაც შემოსვლის დღიდან "სილამაზის კაფსულებს" უწოდებენ და მოკლე პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალბატონებში და ესთეტიკურ მედიცინაში. ბრენდის პოპულარობამ განაპირობა ქართულ ინტერნეტსივრცეში პირველი ოფიციალური სილამაზის ბლოგის გახსნა. "ვიადერმი" კი - პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი, 2 წლის თავზე, თავის მოვლის სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზეც იზრუნებს" - ლიკა ლობჟანიძე (ჩეხური ფარმაცევტული კომპანია "ვალმარკის" საქართველოს წარმომადგენლობის, კომპანია "არფარმას" დირექტორი).

სასიამოვნო გარემო, გემრიელი კოქტეილები, მუსიკალური გაფორმება - მოკლედ, ყველა ის დეტალი, რომლითაც "ბომონდური" საღამოები თავის სტუმრებს ანებივრებს. წვეულებას სიურპრიზებისა და საჩუქრების გარეშე არ ჩაუვლია. ღონისძიებას ესწრებოდნენ "ვიადერმის" პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებიც. სპეციალური საჩუქრები დააწესა სააფთიაქო ქსელმა "ფარმსახლმა".
Rating


"მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, დავესწროთ და მივულოცოთ ნუტრიკოსმეტიკა "ვიადერმს" მორიგი წარმატება. "ფარმსახლი" შემოსვლის დღიდან მხარში უდგას ბრენდს და ვთვლით, რომ გარდა იმისა, რომ "ვიადერმმა", როგორც პირველმა ნუტრიკოსმეტიკურმა საშუალებამ, ძალიან მოკლე დროში დაიმკვიდრა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თავისი ადგილი, ახლა ის ბლოგის მეშვეობით სილამაზის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე იზრუნებს და თავის სიტყვას იტყვის" - დავით ქობულია (სააფთიაქო ქსელ "ფარმსახლის" გენერალური დირექტორი).

წვეულების ყველა მონაწილეს სპეციალური ნომერი დაურიგდა, რომლის საშუალებითაც გათამაშებაში ჩაერთვნენ, იღბლიანი ნომრის მფლობელებს კი პარტნიორი კომპანიებისგან საჩუქრები ხვდათ წილად.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"ტიფანის" ვერანდაზე არაჩვეულებრივი გარემოა. დიდი მადლობა ჟურნალ "ბომონდს" და "ვიადერმს", რომ ასეთი სასიამოვნო საღამო მოაწყვეს. მოვიგე "Aრტ ტიმე"-ის მიერ დაწესებული პრიზი. ძალიან
კარგი და მნიშვნელოვანია ასეთი საღამოების ჩატარება და საინტერესო ინფორმაციის გაზიარება ერთმანეთისთვის" - საკო წოწორია (სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი).
Rating


მათ კი, ვისაც გათამაშებაში არ გაუმართლათ, წვეულება უსაჩუქროდ მაინც არ დაუტოვებიათ - ყველა სტუმარს "ბომონდისგან" და "ვიადერმისგან" სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა.

R
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS