ეს ებრაელთა მესამე მეფე, ლეგენდარული მმართველი სოლომონია, რომელმაც სახელწიფო აყვავების ზენიტში აიყვანა.
გთავაზობთ სოლომონ მეფის ბრძნულ გამონათქვამებს, რომლებიც ათასწლეულების მიერაა გამოცდილი:
ყველა საქმეს მისი დრო და საათი აქვს: დრო დაბადებისა და დრო გარდაცვალების. დრო ნგრევისა და დრო შენების. დრო ქვების გადაყრისა და დრო შეგროვების. დუმილის დრო და დრო საუბრის.
სულელიც კი, როცა დუმს, შესაძლოა ბრძენი მოგეჩვენოთ.
დაპირდა - შეასრულა! სჯობს არ დაპირდე, ვიდრე დაპირდე და არ შეასრულო.
ბრძენი ცოლი სახლს აშენებს, სულელი კი საკუთარი ხელებით ანგრევს.
ვინც ორმოს თხრის, ის თავად ვარდება მასში, ხოლო ვინც ქვას ზემოდან აგორებს, მასვე დაუბრუნდება.
არ არსებობს ადამიანი, რომელიც ქარს შეაჩერებს, ის უძლურია სიკვდილის საათის მიმართ, არც ომს აქვს შვებულება და ვერც ბოროტის ბოროტებას ვერ უშველი.
ვინც პირს მუწავს - ის სულს ზოგავს, ხოლო ვინც პირს ფართოდ აღებს - მას უბედურება ელის.
დიდხანს მომთმენი მამაცზე უკეთესია, ხოლო ის, ვისაც საკუთარი თავის კონტროლი შეუძლია, ქალაქის დამპყრობელზე ძლიერია.
სასტიკია სიბრაზე, უძლეველია გააფთრება; მაგრამ ვინ შეეწინააღმდეგება ეჭვიანობას?
ვინც ცოცხლებს შორისაა, მას კიდევ აქვს იმედი.
სიძულვილი უთანხმოებას ამწვავებს, მაგრამ სიყვარული ყველა ცოდვას გადაფარავს.
ხანდახან სიცილის დროსაც გტკივა გული, და სიხარულის ბოლოს მწუხარებაცაა.
სიამაყესთან ერთად სირცხვილიც მოვა, ხოლო თავმდაბლობა სიბრძნეს მოიტანს.
მრისხანების დღეს სიმდიდრი ვერ დაგეხმარება, სიმართლე კი სიკვდილისგანაც გიხსნის.
ანა გარელი