თუ ასეთ მამაკაცს შეხვდით, უნდა იჩქაროთ და პირველმა მიატოვოთ, რადგან ის სულელად მიგიჩნევთ.
გთავაზობთ მამაკაცის ქცევის 6 განსაკუთრებულობას, რომელიც ვერ გაფასებთ, პატივს არ გცემთ და თქვენს ღირსებას შეურაცხყოფს:
როცა ამბობს, რომ ურთიერთობა არ სურს, მაგრამ თქვენს გვერდით ყოფნას აგრძელებს.
თუ გეუბნებათ, რომ ურთიერთობა არ სურს, თქვენ კი გინდათ, მაშინ წადით. ის არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ დაელოდებით და საბოლოოდ მხოლოდ გატეხილი გული დაგრჩებათ.
უნდა გაიგოთ, რომ როცა მამაკაცს ქალთან ყოფნა სურს, ის მხოლოდ მასთან იქნება. თუ თქვენთან ყოფნა არ სურს, მაშინ არაფერს ეცდება.
გეუბნებათ, რომ არასდროს ჰყვარებია
როგორც წესი, ქალი ამ ფრაზას იღებს, როგორც გამოწვევას. ფიქრობს, რომ სწორედ მას შეუძლია ყველაფრის შეცვლა, მაგრამ ასე არ მოხდება.
როცა გულს გაგიტეხავთ, თავს უიღბლოდ იგრძნობთ, მაგრამ ეს თქვენი დანაშაული არ არის, მას უბრალოდ უყვარს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება და არაფრის შეცვლა არ სურს.
გწერთ, მაგრამ შეხვედრის დროს ვერ ნახულობს
ხშირად გვესმის, რომ მამაკაცებს პირადი სივრცე და დრო სჭირდებათ. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. თუ მამაკაცი არ გიშვებთ, მაგრამ შეხვედრის დროს ვერ პოულობს, ეს იმიტომ, რომ არ სურს.
ის თქვენთან ერთად არასდროს დადის
ნორმალურ ურთიერთობაში მამაკაცისთვის ქალის კაფეში, კინოში ან უბრალოდ სასეირნოდ წაყვანა პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ თუ მხოლოდ მასთან ან თქვენთან სახლში ხვდებით, ეს უკვე პრობლემაა.
შეხვედრებს მხოლოდ თქვენ გეგმავთ
მაშინაც კი, თუ ყველა თქვენს შეთავაზებას თანხმდება, მაგრამ ინიციატივას თავად არასდროს გამოთქვამს, ეს საგანგაშო ნიშანია.
გახსოვდეთ, რაც მეტი კომპრომისია ამგვარ ურთიერთობაში, მით უფრო მეტ შესაძლებლობას უშვებთ ხელიდან.
ანა გარელი