12 ივნისი, 2017
ფატიმას თვალი - წარმატების თილისმა
ბევრ ადამიანს ამულეტებისა და დამცავი თილისმების მაგიური შესაძლებლობების სჯერა.

ერთ-ერთი ყველაზე მოქმედი ამულეტი ფატიმას თვალია.

ფატიმას თვალი ნებისმიერ უარყოფით ენერგიას ირეკლავს. სწორედ ამიტომ, ბევრი მას იმისთვის იყენებს, რომ ცხოვრებაში არასასიამოვნო სიტუაციებს გაექცეს.

მისი ტარება რეკომენდებულია ფეხმძიმე ქალებისთვის, ბავშვებისთვის, მეწარმეებისა და ლამაზი გარეგნობის ადამიანებისთვის, რათა არაკეთილმოსურნეების უარყოფით გავლენას გაექცეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება.


ეს დამცავი სრული ძალით მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა თვალსაჩინოა, ამიტომ ნუ დამალავთ მას ტანსაცმლის ქვეშ, რადგან ასე მაგიურ ძალას კარგავს.

ხშირად მას
სახლის ნეგატივისა და ავი თვალისგან დასაცავად იყენებენ, ამიტომ რაც უფრო მსხვილია "თვალი", მით მეტია თქვენს საცხოვრებელში კეთილდღეობის შენარჩუნების საშუალება. თილისმას დიდი ძალა აქვს. თუ მას ორი შეყვარებული ერთმანეთს აჩუქებს, ასე თილისმის ძალა გაორმაგდება.

ფატიმას თვალს მრავალი ფუნქცია აქვს, მას შეუძლია დიდი კატასტროფებისგანაც დაგიცვათ. დაგეხმარებათ საყვარელი ადამიანის პოვნაში, ოჯახში მყუდროებას ინარჩუნებს და ეხმარება ფულის საკითხებში. შემოსავალი რომ გაიზარდოს, ფატიმას თვალი უნდა განათავსოთ იქ, სადაც ინახავთ ფულს.

იმისთვის, რომ თილისმა დიდხანს გემსახუროთ, ის უნდა გაწმინდოთ. გარეცხეთ სუფთა წყლით და შემდგომ გაამშრალეთ სუფთა პირსახოცით. თუ დაიკარგა ან გატყდა, განაწყენება არ ღირს. მიიჩნევა, რომ ამ შემთხვევაში ფატიმას თვალმა მისი დანიშნულება შეასრულა და თქვენკენ მომართული ნეგატივი აირეკლა. ამიტომ ის უბრალოდ სხვა დამცავით ჩაანაცვლეთ.

თუ საკუთარი თავისა და ხლობლების დაცვა გსურთ, სახლში კეთილდღეობისა და სამსახურში წარმატების მიზიდვა, თან ყოველთვის უნდა იქონიოთ ფატიმას თვალი.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS