1. ბედნიერება ჩვენს შიგნითაა და არა გარეთ. მთელი ცხოვრება სამყაროში ბედნიერებას ვეძებთ, ვხარჯავთ დროსა და ენერგიას მის საპოვებლად. ადრე, თუ გვიან ყველაფერი იქამდე მიდის, რომ არასწორ ადგილას ვეძებთ. შეიხედეთ შიგნით. ჩვენ უკვე გვაქვს ყველაფერი ბედნიერებისთვის. უბრალოდ ამას არ ვიყენებთ.
2. იყავით მადლიერი. ყველაფრისთვის. კარგისთვის და ცუდისთვის. კარგი გვაბედნიერებს, ცუდი კი გვმატებს სიბრძნეს, რადგან გვაძლევს გამოცდილებას. კმაყოფილება და ტკივილი - ეს ჩვენი გზის ნაწილია.
3. იზეიმეთ თქვენი გამარჯვებები. ნუ მიიღებთ ყველაფერს როგორც ვალდებულებას. შეიგრძენით ყოველი
4. ჩვენს ცხოვრებაში ყოველი ადამიანი გარკვეული მიზნით ჩნდება. შემთხვევითი არავინაა. და მხოლოდ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ - ვისწავლოთ მისგან, თუ ხელი ვკრათ.
5. გჯეროდეთ. უბრალოდ იცოდეთ, რომ ყველაზე მძიმე დროს სამყარო დაგეხმარებათ. ის იმაზე მეტ გამოცდას არ გიგზავნით, რასთან გამკლავებასაც ვერ შეძლებთ.
6. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ოდესმე ინანებთ, რომ განიცდიდით იმისთვის, რაც თქვენს ცრემლებად არ ღირდა. სხვა ადამიანების ქმედებები იმის ანარეკლია, რაც მათ პირად ცხოვრებაში ხდება. თქვენთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ბედნიერი ადამიანები სხვას ტკივილს არ აყენებენ. ის, ვინც ტკივილს გაყენებთ, ძალიან უბედურია. თქვენ ამასთან არავითარი კავშირი არ გაქვთ.
7. ბუნება კურნავს. სუფთა ჰაერზე გასეირნება, ლამაზი პეიზაჟების ხედი, წყლის ხმა, მზის სითბო - ეს ყველაფერი ჯანმრთელობაზე ნებისმიერ ექიმზე უკეთ მოქმედებს. მიიღეთ სამყაროსგან ენერგია ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებებით.
8. პრობლემების გააზრება. განკურნებისთვის საჭიროა გაიგოთ და მიიღოთ თქვენი შიშები, სისუსტეები და მიმართოთ ისინი ნათელი სხივისკენ. სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა მტკივნეულია, მაგრამ პრობლემა არ წყდება, როცა მათ შიგნით ვინახავთ.
9. პერფექციონიზმი - ეს ილუზიაა. მოდუნდით. მიეცით თავს შეცდომების დაშვების უფლება და ბედნიერი იყავით შედეგის მიუხედავად.
10. ჩვენს გარშემო არსებული სამყარო სარკეა. ის, რაც სხვებში გვიყვარს იმის ანარეკლია, რაც საკუთარ თავში გვიყვარს. ის, რაც სხვებში გვაღიზიანებს იმის ინდიკატორია, რაზეც საკუთარ თავში უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
11. შეგეძლოთ პატიება. ეს, პირველ რიგში გჭირდებათ თქვენ და არა მას, ვინც გაგანაწყენათ. პატიებისას შვებასა და თავისუფლებას მოიპოვებთ, რასაც იმსახურებთ. წყენის დატოვებით, თქვენ წამლავთ სულს და მთელი ძალებით უშლით ხელს თქვენს ცხოვრებას.
12. როგორც კი გულწრფელი გახდებით, ყველაფერი შეიცვლება. მოუსმინეთ საკუთარ თავს. რა გსურთ სინამდვილეში? ხშირად ყველაზე რთულია, ამ კითხვას გულწრფელად უპასუხოთ.
13. გარს შემოიხვიეთ ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ და მხარს გიჭერენ. დაუბრუნეთ იგივე. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ მათზე დახარჯოთ, ვისაც თქვენი არ სჯერა, გაკრიტიკებთ და ამით ძალას გართმევთ.
14. რაც მეტს გასცემ, მეტს იღებ. ეს კარმის კანონია. გაუზიარეთ სიბრძნე, სიყვარული, უნარები. გაუზიარეთ მარტივად და არ დაგენანოთ. დაიჯერეთ, ძალიან მალე ნახავთ, რამდენი კარგი დაგიბრუნდებათ უკან.
15. უთხარით "დიახ"! ყველაფერს, რაც გაბედნიერებთ. უთხარით "არა" ყველაფერს, რაც გაღიზიანებთ. დრო - ყველაზე ღირებული რესურსია, რომელიც არ დაბრუნდება. გამოიყენეთ გონივრულად. ცხოვრება ერთია.
ანა გარელი