08 ივნისი, 2017
ირინა შეიკი ბრედლი კუპერის დედას ეჩხუბა
ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის დედის, გლორია კამპანოს ურთიერთობა ყოველთვის სამაგალითოდ ითვლებოდა: მოდელი და მისი მომავალი დედამთილი ხშირად დადიოდნენ ძაღლთან ერთად სასეირნოდ და შოპინგზე.

როგორც ტაბლოიდი   Star გვამცნობს შეიკისა და კუპერის ბავშვის, ლეა დე სენის დაბადების შემდეგ, ირინასა და გლორიას ბევრი საკამათო თემა გაუჩნდათ.

როგორც აღმოჩნდა, მოდელს არ მოეწონა, რომ ახლადგამომცხვარი ბებია, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა, შვილიშვილის აღზრდაში ზედმეტად ჩაერია. "ირინა აფასებს გლორიას, როგორც ბრედლის დედას და წინააღმდეგი არ არის, რომ ის მათთან ახლოს
იყოს, მაგრამ არ სურს ერთ ჭერქვეშ იცხოვრონ" - ჰყვება წყარო.

მედია წერს, რომ კუპერმა შეიკს მხარი დაუჭირა და გლორიას გადასვლა სთხოვეს.

ახლა მსახიობის დედა მხოლოდ ხანდახან მიდის წყვილთან გასაჩერებლად, როცა მის შვილსა და საცოლეს სამსახურის გამო სადმე წასვლა უწევთ.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად 2015 წლის აპრილიდან ერთად არიან. მათი ქალიშვილი 2017 წლის მარტში დაიბადა.

ანა გარელი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS