1. პრობლემური
როცა ნებისმიერ პრობლემას, ყველაზე უმნიშვნელოსაც კი, ქალი კაცს აკისრებს. თავიდან ის ცდილობს, ყველაფერში დაეხმაროს, თუმცა საბოლოოდ გაუსაძლისი ხდება. მამაკაცი რაინდია და არა მუშა პირუტყვი, ვისაც თქვენს პრობლემებსა და საზრუნავს დააკისრებთ. შესაბამისად, თუ მის ამგვარად გამოცდას მოისურვებთ, მარტივად შეიძლება მარტო დარჩეთ.
2. ქორწინების სურვილით შეპყრობილი
კიდევ ერთი
3. ზედმეტად რომანტიკული
ის ფილმის სიუჟეტების მსგავსად ცხოვრობს, სადაც მამაკაცები ქალებს სერენადებს უმღერიან, სახლში უგზავნიან ვარდებს და ა.შ. მისი პარტნიორი კი ყვავილებსაც არ ჩუქნის, როგორ შეიძლება ოჯახი ასეთ არარომანტიკულ მამაკაცთან ერთად შექმნას?
ამ დამოკიდებულებით, ქალები თავად განიზიდავენ პოტენციურ საქმროებს, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის მოლოდინში.
4. გამოცადა ოჯახური პრობლემები
ის დაოჯახებული ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ოჯახური ცხოვრების ყველა შემთხვევა გამოსცადა. შესაძლოა ის ოჯახში უფროსი შვილი იყო და მთელ თავისუფალ დროს სხვის მოვლაში ატარებდა. ახლა კი ამის განმეორების შიში აქვს, მას კი აღარავის მოვლა არ სურს. თავს მარტოც კარგად გრძნობს და ქორწინება მისთვის ზედმეტ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
5. მძინარე მზეთუნახავი
მან იცის, რომ ქორწინების სურვილით შეპყრობილები ცოლად არ მოჰყავთ, ამიტომ პირიქით იქცევიან. გაცნობის, შეხვედრების ან დარეკვის არავითარ ინიციატივას არ იჩენენ. დარწმუნებულია, ყველაფერი მამაკაცმა უნდა გააკეთოს, ამიტომ უბრალოდ ზის და ელოდება. თუმცა იმისთვის, რომ ცხოვრებაში რამე მოხდეს, მოქმედებაა საჭირო.
6. არასწორ ადგილას აღმოჩენილი
მთელი მისი ცხოვრება სახლსა და სამსახურს შორის გადის.
ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია - საინტერესო გაკვეთილებით დაკავდეთ. როგორც წესი, ასეთ დროს იცვლება სანაცნობო წრე. ჩნდებიან საინტერესო ადამიანები, მათ შორის მამაკაცებიც. მომავალ პარტნიორთან შეხვედრის შანსი მაღალია სპორტ დარბაზში სიარულის დროსაც.
ანა გარელი