1. ნამდვილი მეგობრები
თუ ასეთი ადამიანები გყავთ, მაშინ თქვენს ოჯახურ მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს.
2. საყვარელი სამსახური
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ დრო ტანჯვისთვის დაკარგოთ. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ თქვენი სამსახური გძულთ, ბედნიერი ვერ იქნებით. უნდა გქონდეთ სამსახური, სადაც წასვლა გიხარიათ.
3. თვითკმაყოფილება
ბევრი რამ გიმსუბუქდებათ, როცა გვერდით გყავთ ადამიანი, თუმცა იმაზე დიდი შთაგონების წყარო არაფერია, როცა აცნობიერებ, რომ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას შეძლებთ.
4. ფინანსური დამოუკიდებლობა
5. გატაცება და ჰობი
მაშინაც კი, თუ სამსახური გიყვარს, დარწმუნდი, რომ სხვა ყველაფერი, რასაც აკეთებ, სიამოვნებას განიჭებს. დროდადრო დასვენება ყველას სჭირდება და უნდა გქონდეთ ჰობი, რომლითაც დაკავდებით და ისიამოვნებთ.
6. საკუთარი ღირსების ძლიერი გრძნობა
როცა იცი, რისი ღირსი ხარ, ნაკლებზე არასდროს დათანხმდები. ბევრი დრო და ძალაა საჭირო, რომ გაიგოთ, რამდენად უნდა აფასებდეთ საკუთარ თავს. ეს არის გარანტია იმისა, რომ ცხოვრებასა და სიყვარულში მიიღებ მხოლოდ იმას, რაც გსურს და გეკუთვნის.
7. ის, რაც მოტივაციას გიმაღლებს
ის, რაც გაიძულებს უკეთესი იყო. ეს შეიძლება იყოს სამსახური, სპორტი, სოციალური ცხოვრება ან იქნებ პიროვნული განვითარება.
8. საკუთარი თავის ორგანიზებული მოვლა
აუცილებელი არ არის ფიტნეს-გურუ იყოთ ან გამუდმებით მწვანე კოქტეილები მიიღოთ. თქვენ ერთი სხეული გაქვთ და ვალდებული ხართ ცხოვრების ისეთი წესი შეიმუშავოთ, რომ მის საუკეთესოდ ფუნქციონირებას შეუწყოთ ხელი. იყავით ჯანმრთელი და ბედნიერი.
9. ბედნიერების განცდა, რაც ოჯახური სტატუსიდან არ გამომდინარეობს
როცა ბედნიერებისა და ცხოვრებით ტკბობის სხვა მრავალ წყაროს იპოვით, მაშინ ქორწინებაში ყოფნა, მხოლოდ სასიამოვნო ბონუსია.
10. ჭეშმარიტი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ
ბოლო, რაც თქვენ გჭირდებათ, ეს ქორწინებაა, მხოლოდ იმისთვის, რომ ცხოვრებაში სიყვარული არ გყოფნით. ყველაზე ნამდვილი სიყვარული კი ისაა, რასაც საკუთარი თავის მიმართ უნდა განიცდიდეთ.
ანა გარელი