ვერძი
ეს ადამიანები ენერგიითა და ცხოვრებისეული ძალით არიან დაჯილდოვებულები, არ აშინებთ რისკი. არიან ლიდერები და მზად არიან ნებისმიერი გამოწვევა მიიღონ. ვერძი ცნობილია იმპულსურობითა და აგრესიულობითაც, დარწმუნებულია საკუთარ თავსა და ქმედებებში, ამიტომ ეჭვი არაფერში ეპარება. არიან ჯიუტები, ამიტომ მტრები ხშირად ჰყავთ. უშიშარი ბუნება, ვერძს ჭეშმარიტად ძლიერ ადამიანად აყალიბებს.
მორიელი
ძალიან ვნებიანი ადამიანები არიან, რომელთა დამშვიდება და შეჩერება
კირჩხიბი
ძლიერი და მტკიცე ადამიანები. სანდომიანი, გულწრფელია და სჯერათ საკუთარი კომპეტენციის. კირჩხიბები ამბიციურები და მშრომელები არიან. მომთხოვნები არიან ნებისმიერი ადამიანის მიმართ. პერფექციონიზმი კირჩხიბებს ეხმარება წარმოუდგენელი რამის შექმნაში.
ლომი
ლომის დომინანტი ხასიათი ყველასთვისაა ცნობილი, ისინი ხომ დაბადებიდან ლიდერები არიან. ლომებს გეგმებისა და სტრატეგიების დასახვის უდიდესი პოტენციალი აქვს, რაც მას მიზნების მიღწევაში ეხმარება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შიშის განცდა საერთოდ არ აქვთ. ისინი ამაყები, ამპარტავნები და ჯიუტები არიან. ქარიზმა მათი წარმატების საიდუმლოა.
ანა გარელი