01 ივნისი, 2017
მალე მშვილდოსანში „მარწყვის სავსემთვარეობაა“ - როგორ უნდა გამოიყენოთ ეს მოვლენა
9 ივნისს უნიკალური ასტრონომიული მოვლენა მოხდება: ე.წ. "მარწყვის სავსემთვარეობა".

ეს იქნება ასტრონომიული გაზაფხულის უკანასკნელი სავსემთვარეობა, ნათელი და დიდი - თუმცა ნუ დაელოდებით, რომ მთვარე წითელ ფერს მიიღებს.

მარწყვის სავსემთვარეობა მას, ივნისში მარწყვის მოკლე სეზონის საპატივსაცემოდ ჰქვია.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

ეს სავსემთვარეობა გარდაქმნის და კურნავს დაავადებებით გამოწვეულ ტკივილს, გატეხილ გულებს, დანგრეულ ოჯახებსა და დიდ ვალებს.

სავსემთვარეობა მშვილდოსანში გამოიწვევს ღელვას, ენერგიის დაკარგვას, მანკიერებას, ღვარძლს. გარდა ამისა, ეს თანავარსკვლავედი მთვარესთან ერთად აღნიშნავს საიდუმლოებას, ეჭვიანობასა და ნათესავებთან კონფლიქტს.

თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება ურთიერთსაპირისპირო ძალები და უკიდურესობები. ეს შეიძლება იყოს თქვენი მეორე ნახევარი ემოციების წინააღმდეგ, სამსახური სახლის წინააღმდეგ ან საჭირო სასურველის წინააღმდეგ.

შინაგანმა დაძაბულობამ და გარეგანმა ზეწოლამ შესაძლოა ზედმეტ კონფლიქტამდე მიგიყვანოთ, რაც დაგაუძლურებთ.
სავსემთვარეობისას ემოციებისა და ინსტიქტების გამოვლინება პიკს მიაღწევს.

გამოიყენეთ თქვენი მზარდი ემოციური ძალა და ინტუიცია, რათა ყველა გამოწვევა გადალახოთ.

ქვეცნობიერი დაგეხმარებათ ობიექტურად შეაფასოთ თქვენი ურთიერთობები. ზუსტად დაინახავთ ყველა უარყოფით გავლენასა და ფაქტორს, რაც ჰარმონიიის დანგრევას იწვევს.

ენერგიის მსგავსი მოზღვავება საკუთარი თავის გადარჩენის სურვილს გაგიჩენთ ან სხვებს მათი პრობლემებისგან დაიხსნით.

თუმცა გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ ეს გადარჩენა მაშველის კომპლექსში არ გადაიზარდოს, რადგან ამ შემთხვევაში ან თქვენ დაგახრჩობენ ან თქვენ დაახრჩობთ ვინმეს.

ჯანსაღ ურთიერთობაში შესაძლოა იყოს უსიამოვნო მომენტები. წარუმატებელი ურთიერთობა კი ღალატითა და უპატივცემულობით დაიტანჯება.

თვითწესრიგი და ემოციური სიმწიფე ყველაფერს გაგაძლებინებთ. ეცადეთ, წარსულის გამო სინდისის ქენჯნა არ იგრძნოთ.

გამოხატეთ თქვენი გრძნობები და ახლობლებთან გახსნილი იყავით: ეს მზრუნველობასა და მხარდაჭერას აღმოგიჩენთ, რაც კრიზისის გადალახვისას აუცილებელია.

სავსემთვარეობა ხშირად გვმუხტავს განწმენდისა და განთავისუფლების სურვილით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ კონტროლს არ კარგავთ და არავინ გაიძულებთ.

პოზიტიური კარმა და სულიერი ევოლუცია ტრანსფორმაციისა და განკურნების შემდგომ მოვა, რაც უახლოეს ორ კვირაში მოხდება.

ანა გარელი
წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მშვილდოსანი
ჩვენ ამ ცხოვრების მარილნი ვართ....რა კარგია რომ ვარსებობთ და სხვა ზოდიაქოს ნიშნებს ცხოვრებას ვუფერადებთ....რაც შეეხება მთვარის დაბნელებას....მაგასაც რამენაირად გადავიტანთ....90 წლებში რაც წკვარამი და დაბნელება გადავიტანეთ...გამყინვარება გლდანში.ტორნადო და ელ ნინიო ვარკეთილში.... მთვარის დაბნელება რაღა გახდა შე კაცო....
16:44 / 03-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
მშვილდოსანს არც "მარწყვის სავსემთვარეობის "გარეშე აკლია ბობოქრობა! :D
17:24 / 01-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS