31 მაისი, 2017
როგორ დაახასიათოთ საკუთარი თავი ერთი სიტყვით: ლაკონური აღწერა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გიფიქრიათ ოდესმე, თქვენი ყველა ძლიერი მხარისა და ნაკლის ერთი სიტყვით დახასიათებაზე? ამაში თქვენი ზოდიაქოს ნიშანი დაგეხმარებათ:

ვერძი - უშიშარი
ერთი სიტყვით გოგონა-ვერძის აღწერა შესაძლებელია, როგორც "უშიშარი", რადგან ცხოვრებაში მისთვის არაფერია ისეთი, რასაც შიშის გამო ზურგს შეაქცევს.

კურო - ურყევი
კუროები ძლიერები და უდრეკები არიან, უმნიშვნელო მოვლენები საკუთარი შესაძლებლობების ძლიერ რწმენას ვერ შეარყევს.

ტყუპი - უნივერსალური
ტყუპს ყველაფრის კარგად კეთება შეუძლია. სადაც არ უნდა იყოს, ადაპტირებას მინიმალურ დროში ახერხებს. კომუნიკაბელურობის წყალობით ყოველთვის პოპულარულია.

კირჩხიბი - მოწყალე
თქვენ სხვა ადამიანების გაგებისა უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ. ძალიან გულკეთილი, მომთმენი და მოწყალე ნიშანია.

ლომი - ავტორიტეტული
ლომი ავტომატურად ყველას ყურადღების ცენტრში ექცევა. შეუძლებელია ასეთმა მშვენიერებამ არ მოგხიბლოთ.

ქალწული - ცნობისმოყვარე
ცოდნის მოთხოვნა მათში ძალიან დიდია. დამკვირვებელი და ნამდვილი ანალიზატორია.

სასწორი - ტაქტიანი
სასწორებს იდეალურად ესმით, როგორ დააბალანსონ საკუთარი ცხოვრების ნებისმიერი ასპექტი, რათა სიმშვიდე და ჰარმონია მოიპოვონ.

მორიელი - ინტენსიური
ვნება გმართავთ. ნებისმიერი საქმის კეთებისას სრულყოფილების დევნაში ხართ.

მშვილდოსანი - ოპტიმისტური
მშვილდოსანს ის აქვს, რაც ბევრს არ აქვს: ისინი იმედს ყოველთვის იტოვებენ. ოპტიმისტები არიან და მომენტით ბოლომდე ტკბებიან.

თხის რქა - დამოუკიდებელი
ამბიციურები და მოწესრიგებულები. ჯიუტია და საკუთარი პოტენციალის სჯერა, არავის იმედად არ არიან, საკუთარი თავის გარდა. ასეთ გოგონებს ოცნებები ხშირად უხდებათ.

მერწყული - მოსიყვარულე
გულწრფელად სჯერა, რომ კარგი ყველა ადამიანშია. არიან მომთმენები, რის გამოც ხშირად ბევრი მეგობრები ჰყავთ.

თევზები - მისტიკური
"საკუთარი წარმოების" ჯადოსნური სამყარო თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ყველა გოგონაშია.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS