30 მაისი, 2017
ცხოველები, რომლებიც სახლში წარმატებებს იზიდავენ
ყველა ცხოველი გარკვეულ ენერგეტიკას ასხივებს, რასაც ადამიანზე დადებითი ან უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია:

კატები სახლში

სახლში კატა ოჯახური კერის დამცველია. ამ შინაურ ცხოველს შეუძლია გაგანთავისუფლოთ ტკივილისა და ნერვული დაძაბულობისგან, დაგიცავთ ავი თვალის, ჯადოსა და უსიამოვნებებისგან.

კატები უარყოფითი ენერგიით იკვებებიან, შესაბამისად იქ, სადაც ეს ცხოველია ნებისმიერი ნეგატივი სწრაფად გაივლის. თუმცა, კატას სახლში უსიამოვნების მოზიდვაც შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე მას ცუდად მოექცევა.

ძაღლები სახლში
სახლში ძაღლს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ფენ-შუის თანახმად, ამ ცხოველს ადამიანისთვის საკუთარი აზრების
გადაცემა შეუძლია, რასაც შესაძლოა სამწუხარო შედეგი მოჰყვეს. ძაღლის გაჯავრება არ შეიძლება, რადგან შეუძლია მეპატრონე საკუთარ თავში ნეგატიური ენერგეტიკის დაგროვებით დაწყევლოს. ძაღლს სახლში სტაბილურობისა და კეთილდღეობის შემოტანა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ მეპატრონის სიყვარულს იგრძნობს. სხვა შემთხვევაში მისგან მხოლოდ ნეგატივს მიიღებთ.

აკვარიუმი სახლში

ფენ-შუის თანახმად აკვარიუმი თევზებით, სახლში ფულსა და სიმშვიდეს მიიზიდავს. თუმცა აკვარიუმი უნდა განთავსდეს ფენ-შუის ზონების შესაბამისად, სხვაგვარად თევზების ენერგეტიკას ზიანის მოყენება შეუძლია.

რეკომენდებული არ არის სახლში ფრინველებისა და მღრღნელების გაჩერება - ეს სახლში ჭორებს, ინტრიგებსა და უსარგებლო ინფორმაციებს შემოიტანს, მეპატრონეს ფინანსურ საქმეებში წარუმატებლობა ელის.

შინაური ცხოველები პირველ რიგში უნდა გიყვარდეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ემსახურება ის პატრონის რწმენასა და სიმართლეს, მიიზიდავს ფულს, წარმატებასა და სიყვარულს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS