25 მაისი, 2017
ამ ასაკში ქალები სექსუალურ მანიაკებად იქცევიან
ერთ მშვენიერ დღეს, ქალი თითქოს ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებს და როგორც იქნა ამჩნევს, რომ მოულოდნელად კიდევ ერთი წლით დაბერდა, შემდეგ წელს კი, კიდევ ერთი წლით უფროსი იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დაიჭიროთ ის, რაც ცხოვრების დევნაში დაკარგეთ და დაიკმაყოფილოთ ყველა თქვენი სურვილი, განსაკუთრებით სექსუალური.

ბიოლოგიური საათი 30 წლის შემდეგ კიდევ უფრო გარკვევით ისმის. ტეხასის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა გვამცნობს, რომ სწორედ ამ საათის წიკწიკი გვაიძულებს მივიღოთ მეტი სარგებელი დარჩენილი წლებისგან.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ: ასაკის
მატებასთან ერთად, სექსით უფრო ხშირად ვკავდებით.

ჟურნალში Personality and Individual გამოქვეყნებულ კვლევაში დაფიქსირებულია, რომ ქალს 27-დან 45 წლამდე მომატებული სექსუალური აქტივობა ახასიათებს, რამდენადაც ამ ქალებს უფრო მეტად აწუხებთ სექსუალური ფანტაზიები, აქტიური სექსუალური ცხოვრების სურვილი და შემთხვევითი სექსის მიმართ მზადყოფნა.

კვლევის შედეგი ასევე მიუთითებს, რომ აუცილებელი არ არის 30 წლის ასაკში სექსუალური მოთხოვნილების გამო ქალი ჭკუიდან იშლებოდეს ან ამ ასაკში თავს სექსუალურობის პიკზე გრძნობდეს. მონაცემების განმარტებით, მსგავსი საქციელი უფრო დაბალი ნაყოფიერების მქონე ქალებში შეინიშნება.

შესაბამისად, სექსით დაკავების სურვილი დიდწილად ბუნებისგან იმართება. ჩვენი ცხოველური ბუნება კი 27 წლიდან იღვიძებს - ასაკში, როცა ნაყოფიერება მცირდება.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS