წითელ ძაფს მაჯაზე ბოროტებისა და დაავადებებისგან დასაცავად ატარებენ. მართლმადიდებლური ეკლესია უარყოფითადაა განწყობილი დამცავი ამულეტებისა და თილისმების მიმართ. მსგავსი რწმენა წარმართობისა და სხვადასხვა სექტებისგან მომდინარეობს.
ეს ყველაფერი ეშმაკის გამოგონილია. იმისთვის, რომ ადამიანები ღმერთსა და ჭეშმარიტ რწმენას დააშოროს, ეშმაკი კაცობრიობას სხვადასხვა საგნების მიმართ რწმენას სთავაზობს, და ვინც იჯერებს, გარკვეულწილად ეხმარება კიდეც.
ის ეშმაკურად მოქმედებს - თავიდან ადამიანის გარეგნობას არ ეხება, თუმცა
თუ ყოველგვარ ცრურწმენას არ ჩამოშორდებიან, დახმარებასა და მფარველობას არ შესთხოვენ ღმერთს, ისინი დეპრესიაში ვარდებიან, ხშირად სიგიჟის ზღვარზე მიდიან და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.
ყველაფერი კი ასეთი ძაფით იწყება. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ნუ მიიღებთ იმას, რასაც ეშმაკი გთავაზობთ.
ანა გარელი