18 მაისი, 2017
რატომ არასდროს არ უნდა ატაროთ მაჯაზე წითელი ძაფი
მარცხენა მაჯაზე წითელ ძაფს უამრავი ადამიანი ატარებს. რას ნიშნავს ეს და რამდენად უნდა ატაროს ის ქრისტიანმა?

წითელ ძაფს მაჯაზე ბოროტებისა და დაავადებებისგან დასაცავად ატარებენ. მართლმადიდებლური ეკლესია უარყოფითადაა განწყობილი დამცავი ამულეტებისა და თილისმების მიმართ. მსგავსი რწმენა წარმართობისა და სხვადასხვა სექტებისგან მომდინარეობს.

ეს ყველაფერი ეშმაკის გამოგონილია. იმისთვის, რომ ადამიანები ღმერთსა და ჭეშმარიტ რწმენას დააშოროს, ეშმაკი კაცობრიობას სხვადასხვა საგნების მიმართ რწმენას სთავაზობს, და ვინც იჯერებს, გარკვეულწილად ეხმარება კიდეც.

ის ეშმაკურად მოქმედებს - თავიდან ადამიანის გარეგნობას არ ეხება, თუმცა
დროთაგანმავლობაში სერიოზული სულიერი პრობლემები იწყება.

თუ ყოველგვარ ცრურწმენას არ ჩამოშორდებიან, დახმარებასა და მფარველობას არ შესთხოვენ ღმერთს, ისინი დეპრესიაში ვარდებიან, ხშირად სიგიჟის ზღვარზე მიდიან და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.

ყველაფერი კი ასეთი ძაფით იწყება. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ნუ მიიღებთ იმას, რასაც ეშმაკი გთავაზობთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინუცა
რომელმა ეშმაკმა,სად ნახე ეშმაკი?
23:04 / 24-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS