1. ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს
ღამით ტელეფონის ლურჯი გამოსხივება დაგირღვევთ ძილს, რაც თავის მხრივ ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს - განსაკუთრებით კი მკერდისა და პროსტატას სიმსივნის.
ლურჯი გამოსხივება ხელს უშლის მელატონინის ნორმალურ გამოყოფას - ჰორმონის, რომელიც სიმსივნეს ებრძვის.
2. ძილის დარღვევა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლურჯი სხივი მელატონონის გამოყოფას არღვევს, ჰორმონის, რომელიც ძილის ციკლს არეგულირებს.
ძილის უკმარისობასა და ყოველდღიური რეჟიმის დაღვევა კი იწვევს:
ჭარბწონიანობას
დეპრესიას
გულ-სისხლძარღვთა
მეხსიერების გაუარესებას
შენელებულ რეაქციას
კანის ნაადრევ დაბერებს
3. ზიანდება თვალები
ლურჯი გამოსხივება აზიანებს თვალის ბადურას, იწვევს კატარაქტასა და მაკულარულ დეგენერაციას.
მაკულარული დეგენერაცია არის ცენტრალური მხედველობის დაკარგვა, როცა ვერ ხედავთ იმას, რაც თქვენს პირდაპირაა.
ეცადეთ, შეამციროთ ღამით სმარტფონების გამოყენების სიხშირე. იფიქრეთ თქვენს ჯანმრთელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე.
ანა გარელი