1. ის ხშირად კოცნის მას
მამაკაცი ნაზად კოცნის ცოლს, როცა სამსახურიდან ბრუნდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა ლოყაზე, არამედ ტუჩებში კოცნა.
2. ის ხშირად ურეკავს და ენდობა
როცა სადმე მიდის, ის აუცილებლად დაურეკავს ცოლს. ყოველთვის უყვება როგორ ჩაიარა ყველაფერმა. თუ ენატრება და მასთან სურს ყოფნა, აუცილებლად დაურეკვას ხშირად. ბედნიერი მამაკაცი ცოლს 100%-ით ენდობა, ამიტომ არ ეცდება მის შემოწმებას და ზედმეტი კითხვების
3. ის ამბობს: "მე შენ მიყვარხარ"
ის ყოველთვის ამბობს "მიყვარხარ" და არა მხოლოდ დღესასწაულებზე ან შერიგებისას. ნამდვილ სიყვარულზე დრო ვერ მოქმედებს, ამიტომ ბედნიერი წყვილი ერთმანეთს ხშირად უტყდება სიყვარულში.
4. დასახმარებლად ყოველთვის მზადაა
ბედნიერი ქმარი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს სახლის საქმეებსა და ბავშვის მოვლაში. ის ეცდება, ცოლს ტვირთი შეუმსუბუქოს.
5. ის ცოლს კომპლიმენტებს ეუბნება
შეყვარებული ქმარი ცოლს ხშირად აქებს. სიყვარულით დაბრმავებული, მის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს და მზადაა მთელი დღე დატკბეს საყვარელი ქალის ყურებით.
6. მხარს უჭერს და ამშვიდებს მას
ცხოვრება მოვლენებითაა სავსე და ყოველთვის სასიამოვნო სიტუაციაში არ ვართ. რთულ სიტუაციებში ბედნიერი წყვილი ერთმანეთს ყოველთვის თანადგომას გაუწევს.
7. ის უზიარებს საკუთარ ფიქრებსა და ემოციებს
ბედნიერ ქმარს არ აშინებს რამდენად "უმწეოდ" გამოიყურება ცოლის თვალში. მან იცის, რომ ცოლი არ გააკრიტიკებს, ის გაუგებს და მხარს დაუჭერს მას.
გახსოვდეთ, ბედნიერების მოპოვება საკუთარი ძალებით გვიანი არასდროსაა.
თუ თქვენთვის, ორივესთვის ოჯახი ნამდვილად მნიშვნელოვანია - ყველაფერი აუცილებლად მოგვარდება.
ანა გარელი