15 მაისი, 2017
სიცილი ადამიანს აბერებს - მეცნიერები
ნეგევეში, ბენ-ჰურიონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერები უარყოფენ იმ გავრცელებულ აზრს, რომ ღიმილი ადამიანის სახეს აახალგაზრდავებს.

აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში, ადამიანი, რომელიც იცინის, უფრო ასაკიანი ჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის - წერს jewishnews.com.ua.

კვლევაში 40-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ სხვადასხვა ადამიანების ფოტოებს აჩვენებდნენ და სთხოვდნენ, ასაკის დასახელებას. მათზე, ვინც ფოტოზე იცინოდა, მეტ ასაკს ასახელებდნენ, ვიდრე მათზე, ვისაც ნეიტრალური გამომეტყველება ჰქონდა.

როგორც აღმოჩნდა, გაკვირვებული სახე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

როცა სტუდენტებს ერთი და იმავე ადამიანის 3 ფოტოს არჩევა სთხოვეს, სხვადასხვა სახის
გამომეტყველებით, მაშინ უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მომღიმარ ფოტოზე ის უფრო ახალგაზრდა ჩანდა.

ამ პარადოქსს სპეციალისტები იმ გავრცელებულ სტერეოტიპს უკავშირებენ, რომ სიცილი უნდა აახალგაზრდავებდეს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS