09 მაისი, 2017
11 წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებიც 100%-ით იდეალურ ოჯახს შექმნის
დასახელებული წყვილები 100%-ით იდეალურ ოჯახებს შექმნიან:

თევზები - მორიელი
ამ წყვილს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმის და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან, ყველაზე ბინძური საიდუმლოებებიც კი, რაც დიდ ნდობას ნიშნავს.

მერწყული-ტყუპი
ეს ჭეშმარიტად იდეალური წყვილია. ერთად არასდროს იწყენენ და თითქოს ერთმანეთის აზრებს კითხულობენ. ერთმანეთის პირად სივრცეს პატივს სცემენ.

თხის რქა - კურო
ისინი აღმერთებენ საკუთარი ფანტაზიების ღრუბლებში ფრენას. ერთმანეთით აღფრთოვანებულები არიან. ნამდვილი სულიერი კავშირი აქვთ, რაც ყოველდღიურად ახალი გრძნობებით ავსებს მათ.

მშვილდოსანი - ვერძი
ეს ნიშნები საწოლში ერთმანეთს
იდეალურად ეწყობიან. გარდა ამისა, ავსებენ ერთმანეთს და სადმე ერთად გართობას აღმერთებენ.

მორიელი - კირჩხიბი
ვერანაირი უთანხმოება, ამ წყვილს ვერ დააშორებს, რადგან სიცოცხლის ძალით ერთმანეთს ჰარმონიულად ავსებენ. მზრუნველი წყვილია.

სასწორი - ტყუპი
აქ მთავარი ძლიერი ინტელექტუალური კავშირი გახლავთ. ერთად არასდროს მოიწყენენ, რამდენადაც სასაუბრო თემა ყოველთვის აქვთ.

ქალწული - კურო
აქ ურთიერთობაში ჰარმონიაა, რადგან ყველაზე მეტად მოდუნების უნარს აფასებენ. რამდენადაც წყვილი ერთ მთლიანობად მიიჩნევენ თავს, ღალატზე ფიქრიც არ ჩნდება.

ლომი - მშვილდოსანი
ამ პარტნიორებს ძლიერი ინტელექტუალური და სულიერი კავშირი აქვთ. ასწრებენ, როგორც საკუთარი ურთიერთობის აწყობას, ისე მეგობრების დახმარებას, ბრძნული დარიგებებით.

კირჩხიბი - თევზები
წყვილი იმ ფაქტითაც ამაყობს, რომ ერთმანეთს იცნობენ. გარშემო მყოფები მათი ურთიერთობის აწყობის უნარით აღტაცებულები არიან.

კურო - კირჩხიბი
ემოციური და ფიზიკური კავშირი, უფლებას აძლევს საიმედო და ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდეთ, სადაც ყოველთვის ურთიერთგაგება და თანადგომა სუფევს.

ვერძი - მერწყული
ერთად არასდროის მოიწყენენ, რადგან უყვართ რისკი და თავგადასავლების ძიება. რაც ძალიან კარგია.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS