09 მაისი, 2017
5 საშუალება, როგორ შეეხოთ მამაკაცის გულს
ქალი, რომელიც მსგავს მომენტებს აქცევს ყურადღებას, არის ის, ვის გვერდითაც ყოფნა სურს მამაკაცს:

1. უნდა შეიცნოთ
თუ გსურთ მამაკაცის გულს შეეხოთ, უნდა შეიცნოთ ის - დაინახოთ, მოუსმინოთ და აგრძნობინოთ, რომ მის სულს ხედავთ.

2. უნდა გსიამოვნებდეთ ის, რასაც აკეთებს
თუ უბრალოდ ვახშამს ამზადებს, დაკავებულია სპორტით ან თუნდაც სავარძელს გადააადგილებს, დააკვირდით და აგრძნობინეთ, რომ მოგწონთ. უთხარით, როგორი სექსუალურია. მამაკაცებს კომპლიმენტები სჭირდებათ.

3. უნდა უთხრათ, თუ როგორი გავლენა გაქვთ მასზე
ესაუბრეთ თქვენს გრძნობებზე, როცა მ
ის გვერდით ხართ. აგრძნობინეთ რამდენს ნიშნავს ის თქვენთვის.

4. ნებისმიერ დროს მის გვერდით უნდა იყოთ
მამაკაცი შესაძლოა საკუთარ პრობლემებზე არ საუბრობდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალის გვერდში ყოფნა არ სჭირდება. თუ ქალი აგრძნობინებს მას, რომ ხანდახან სისუსტე სრულიად ნორმალურია, მამაკაცი აუცილებლად გადაუშლის გულს.

5. მისი გატაცებებით უნდა დაინტერესდეთ
დაუსვით კითხვები, სთხოვეთ რაიმე აგიხსნათ ექსტრიმზე, საბრძოლო ხელოვნებაზე ან მანქანებზე.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS