ასეთია ღირსეული ქალი:
1. ჩასაფრებულია სიახლეზე
მოგზაურობიდან თავის შეცნობამდე, სოციალურიდან სექსუალურ ქსპერიმენტებამდე. ქალი, რომელიც გამუდმებით სიახლის ძიებაშია და მის გარშემო განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.
2. უყვარს მამაკაცები
შეუძლია ნამდვილი საყვარელი იყოს - გასცეს მთელი თავისი ქალურობა და მიიღოს მამაკაცისგან სიყვარული.
3. უყვარს ქალები
ქალი, რომელიც აფასებს მეგობრობას და მხარს უჭერს მათ.
4. შეუძლია ყურადღების მიღება
ეს ქალები აფასებენ იმ საქმეს, რასაც საკუთარი განვითარებისთვის აკეთებენ და შეუძლიათ შექების მიღება. ამისთვის
5. აგრძელებს გულახდილობას, მაშინაც კი, თუ ეს მტკივნეულია
შეცდომას ხანდახან ყველა უშვებს და გულგატეხილი ვრჩებით. ასეთ დროს მარტივია მსხვერპლის როლის მორგება და ახალი ტკივილისგან ჩაკეტვა. მაგრამ ქალი, რომელიც აგრძელებს გულის გახსნას, აღფრთოვანებს იწვევს.
6. ცხოვრობს პატიოსნად და არ ეგუება არსებულ სიტუაციას
ქალები, რომლებიც საკუთარი სიმართლით ცხოვრობენ და ამისთვის ბოდიშს არ იხდიან.
7. ემოციურად განვითარებული
ემოციები ცვალებადია, მაგრამ ქალს მათი კონტროლი უნდა შეეძლოს, რათა ამას მართვის უფლება არ მისცეს.
8. იზრუნო გარშემო მყოფებზე
ის ეხმარება სხვებს და სიკეთის კეთება სიამოვნებს, ნაცვლად სოც.ქსელში მოწონებების დარიგებისა.
9. აფასებს სილამაზეს
ასეთ ქალთან ყოფნა - სამყაროს ახალ ფერებში და ახალი შეგრძნებებით შეცნობას ჰგავს.
10. საკუთარ თავზე ზრუნვა
ეს არა მარტო სილამაზეს, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვას გულისხმობს. სწორი კვება, ვარჯიში, ძილი. ძალიან მიმზიდველია, როცა ქალი ცხოვრებისგან, ბუნებისა და კარგი გარემოსგან სიამოვნებას იღებს.
11. ის მეტია, ვიდრე ფიზიკური სხეული
მისი განსაკუთრებულობა მხოლოდ მოვლილ გარეგნობაში არ არის, არამედ გონიერებაში, ემოციურობაში, კრეატიულობაში, სექსუალურობასა და სულიერებაში.
12. ზრდა-გნავითარების მიმართ მომთმენი და ყურადღებიანია
ასეთმა ქალმა იცის, რომ რაიმეს მისაღწევად დროა საჭირო, რომ განვითარების პროცესი არასდროს წყდება. ეს თავდაჯერებულებას ჰმატებს მამაკაცსაც და ის მასთან ერთად ვითარდება.
ანა გარელი