1. "მისმა გარეგნობამ და ღიმილმა. როგორ გამოიყურებოდა გრძელ, წითელ კაბასა და შეკრულ თმაში. როცა ხელი ვთხოვე, მან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ღიმილით დამაჯილდოვა".
2. "ალბათ ეს მის მომაჯადოებელ მშვენიერებას უკავშირებდა, რაც მხოლოდ მე მეკუთვნოდა".
3. "მისი თმა და უკანალი. ეს ისაა, რაც პირველი ნახვისას შევამჩნიე. მაშინვე პიროვნული თვისებებით ვერ შეგიყვარდება".
4. "მათ რიცხვს არ ვეკუთვნი, ვინც გარეგნობაზეა ორიენტირებული. მე მისმა იუმორის გრძნობამ მომხიბლა".
5. "ის ძალიან ზრდილობიანი იყო და
6. "მისმა ჰოთ-დოგის მიმართ სიყვარულმა. ერთმანეთი ჰოთ-დოგების ფესტივალზე გავიცანით! საუბარი მუსიკაზე დავიწყეთ - ერთნაირი ინტერესები აღმოგვაჩნდა. ის ლამაზი, მხიარული და უცნაური იყო, როგორც მე. მაგრამ მისმა სიცილმა, ღიმილმა და სხვა თვისებებმა მომხიბლა".
7. "ეს იყო ერთდროულად ფიზიკური მომხიბვლელობა და მანერები. მაგრამ ეს მაინც სექსუალურობის, ეგზოტიკისა და ინტელექტის ნაზავია".
8. "ის თავისუფალი, ბედნიერი და მუსიკაზე შეყვარებული იყო. ერთმანეთი კონცერტზე გავიცანით და არასდროს მინახავს ადამიანი, ვინც მასავით დიდ სიამოვნებას იღებდა მუსიკისგან. ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი, მხოლოდ მას ვუყურებდი".
9. "ეს მეგობრის სახლში მოხდა, როცა ოთახში შევედი, სადაც მუსიკა იყო ჩართული, ის საწოლზე ბავშვივით დახტოდა. მისმა პირდაპირობამ მომაჯადოვა".
10. "თავიდან მიმზიდველად მომეჩვენა, მაგრამ როცა კომპლიმენტი ვუთხარი და ამაზე გაწითლდა კიდეც, მაშინ დამატყვევა. დღეს მხოლოდ ჭეშმარიტად გულწრფელი ადამიანები წითლდებიან".
11. "გულწრფელად ვიტყვი, ყველაზე ლამაზ გოგონებს არ მიეკუთვნებოდა, მაგრამ მისმა თავდაჯერებულობამ მომხიბლა".
12. "მას რაღაცნაირი დადებითი აურა აქვს. თანაც ის ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილია. გულახდილი მომეჩვენა და მისი უკეთ გაცნობის სურვილი გამიჩნდა".
ანა გარელი