02 მაისი, 2017
ჯანსაღი კვება - ტოპ-5 პროდუქტი, რომლებიც ბავშვებს საუზმედ არ უნდა მისცეთ
საუზმე ბავშვებისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო უნდა იყოს.

გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რომელი პროდუქტებია ბავშვებისთვის დასაშვები და რომელი დაუშვებელი:

მშრალი საუზმე
მოარიდეთ ბავშვები შოკოლადის ბურთებსა და შაქრიან ფანტელებს, რადგან ზედმეტად დიდი რეოდენობით შაქარს შეიცავს.
ჩაანაცვლეთ - ბოსტნეულის ომლეტით.

ციტრუსის პროდუქტები
იწვევს კუჭის გაღიზიანებას, ამიტომ ყოვედღე ციტრუსისა და ციტრუსის წვენის მიღება სასარგებლო არ არის.
ჩაანაცვლეთ - მცენარეული ჩაით.

უმი ხილი და ბოსტნეული
ნუ მისცემთ ბავშვს ბოსტნეულსა და ხილს საუზმის სახით, რადგან მათში შემცველი მჟავა ცარიელ კუჭს გააღიზიანებს.
ჩაანაცვლეთ -
ბოსტნეულის წვნიანით.

რძიანი სასმელები
ის ბავშვის კუჭს არ ვნებს, თუმცა უსარგებლოა.
ჩაანაცვლეთ - შტოშის წვენით. შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს.

გამომცხვარი პროდუქტი და ბუტერბროდი
პურში შემცველი სწრაფი ნახშირწყლები სისხლში შაქრის შემცველობას ზრდის და კუჭქვეშა ჯირკვალი ზედმეტად იტვირთება, გამოყოფს დიდი რაოდენობით ინსულინს. ეს კი ბავშვშიც კი ჭარბწონიანობას იწვევს.

ჩაანაცვლეთ - ნატურალური ფირფიტები ჩირით, თაფლითა და მარცვლეულით.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS