01 მაისი, 2017
აი, რა ემართება სინამდვილეში თქვენს საკვებს, როცა მას ბუზი ეხება
ყველა ბუზს, კიდურების ბოლოები სავსე აქვს უამრავი ბაქტერიით, რასაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

მეტიც, ვიდრე მას გადევნით, წამში რაღაცის შეჭმას მაინც ახერხებს.

ბუზები 200-ზე მეტ ბაქტერიას ატარებენ.

ყველაფერი კი იმიტომ, რომ უყვართ გახრწნილი საკვები, ფეკალიები, ზედმეტად ტკბილი პროდუქტი - როგორიცაა, გადამწიფებული ნაყოფი ან დაღვრილი გაზიანი სასმელები.

ბუზის კიდურებზე არსებულ პაწაწინა ბეწვებს საშიში მიკრობები გადააქვს, რაც საკვებში მცირე შეხების დროსაც კი უსწრაფესად ხვდება. და თუ ბუზის შეხებული კერძის მირთმევას განაგრძობთ, ეს ბაქტერიები თქვენს ორგანიზმში
მოხვდება.

ბაქტერიების უმრავლესობას ორგანიზმი რა თქმა უნდა, უმკლავდება, მაგრამ არსებობს მეტი საშიშროებაც, როგორებიცაა: ქოლერა, დიზენტერია, მუცლის ტიფი.

ამიტომ, ყოველთვის დაიფარეთ თქვენი საკვები მწერებისგან, განსაკუთრებით - ბუზისგან!

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS