დღეს სწორედ მათ გაგაცნობთ:
ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს ყოველთვის სათავეში ყოფნა სურს და ავტორიტეტის წარმოჩენას ცდილობს, თუმცა ყოველთვის წარმატებით არ გამოსდის.
კურო
კურო საკმაოდ ჯიუტია, მაგრამ არის კიდევ ერთი რამ. უყვართ ისეთი წვრილმანების აღმოჩენა, რაც ნამდვილად აღაფრთოვანებთ მათ. ეს შეიძლება იყოს დეკორაცია ან ახალი ტექნიკა.
ტყუპი
თავდაჯერებულობის ნაკლებობას განიცდიან, როცა საქმე სიტყვებს ეხება. უჭირთ სათქმელის
კირჩხიბი
იშვიათი ადამიანები არიან, რომლებიც არა მარტო საკუთარი ემოციებით იტანჯებიან, არამედ სხვის განცდებსაც ისრუტავენ.
ლომი
ურთიერთობაში ხშირად აქვს პრობლემა. შეუძლია პარტნიორთან დიდხანს ჰქონდეს ურთიერთობა, თუმცა ვერ გაერკვეს რა სურს სინამდვილეში.
ქალწული
ქალწულს ხანდახან საზოგადოებრივი წვეულებების დაიგნორება და საკუთარ თავთან განმარტოება სურს, რომ გარეთ გამოსასვლელად მოემზადოს. ის ძალიან მიმნდობია.
სასწორი
გარშემო მყოფები მას ხშირად ცივ ადამიანად მიიჩნევენ, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. უბრალოდ ესმით, რომ გულს ყოველთვის ვერ მოუსმენ და რაციონალურ აზროვნებას მიმართავენ.
მორიელი
მატყუარებს ყოველთვის ამხელს. საკმაოდ ვნებიანი ნიშანია, რასაც ხშირად ეჭვიანობამდე მიჰყავს.
მშვილდოსანი
უჭირს ურთიერთობის აწყობა, რადგან ისწრაფვის ავანტიურისა და თავგადასავლებისკენ, რაც ყველა პარტნიორს არ მოსწონს.
თხის რქა
ეს ადამიანები წარმატებას ხშირად აღწევენ, რადგან ძალიან მიზადასახულები არიან. დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მისი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ იმდენადაა საქმეზე გადართული, პირადი ურთიერთობების წამოწყება ავიწყდება.
მერწყული
საკუთარი სასიყვარულო გრძნობების გამოხატვა უჭირთ და საჭიროდ არ მიიჩნევენ მათ წარმოჩენას, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი ძალიან უყვართ.
თევზები
საკუთარ წარმოსახვებში იმდენად იკეტება, რომ რეალობაში დაბრუნება უჭირს. მათ უნარი აქვთ პრობლემებს ოცნებებითა და ფანტაზიებით აარიდონ თავი.
ანა გარელი