28 აპრილი, 2017
დღეს 28 აპრილია - წელიწადის საუკეთესო დღე! აი, რა უნდა გააკეთოთ
თუ გაქვთ იდუმალი ოცნება, დღეს სწორედ ის დღეა, ამ სურვილისთვის განეწყოთ.

28 აპრილს, ადგილობრივი დროით, დილის 7:59-დან 29 აპრილის 4:25-მდე - საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ფურცელზე ჩამოწეროთ და ჩაიფიქროთ თქვენთვის ყველაზე სასურველი ოცნება.

მხოლოდ გახსოვდეთ, რაც უფრო კონკრეტული იქნება თქვენი სურვილი, მით უკეთ გაიგებს სამყარო, რა გსურთ სინამდვილეში და აგისრულებთ მას!

დეტალურად ჩამოწერეთ თქვენი გეგმები, მაგრამ არა კომპიუტერში. სჯობს ფურცელზე დაწეროთ, რომელსაც შემდგომ საიმედო ადგილას შეინახავთ.

საქმე იმაშია, რომ 28 აპრილი წელიწადის ერთადერთი დღეა, როცა
დედამიწაზე ყველაზე ძლიერი დადებითი ენერგეტიკული ძალა იგზავნება. ამიტომ, მისტიკოსები ამ დღეს ჯერ კიდევ ათასობით წლის წინათ იყენებდნენ საკუთარი ბედისწერის შესაცვლელად.

რატომ დღეს?

წელიწადში ერთხელ, ყოველწლიურად არის პერიოდი, როცა მზე ვერძში, მთვარე კი კუროს თანავარსკვლავედში იმყოფება.

ასტროლოგიაში ორივე ნიშანი მთავარი "მოღვაწეები" გახლავთ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოში თითქმის ყველა ადამიანი ამ დღეს ენერგიის მოზღვავებას, სულის სიძლიერეს განიცდის.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS