27 აპრილი, 2017
5 რამ, რასაც თავდაჯერებული გოგონები არ აკეთებენ
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს სტატისტიკა? იმიტომ, რომ, როცა გოგონა თავდაჯერებულია:

1. თვითშეფასებისთვის სხვები არ სჭირდება
მან იცის, ვინ არის. აქვს რწმენა, ოჯახი, და თვითშეფასება მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვების. მის მიმართ სხვისი ჭორაობა, ვერ გატეხს, რადგან სხვების აზრს მის თვითშეფასებაზე გავლენა არ აქვს.

2. არ ცდილობს სხვების გაბედნიერებას საკუთარი მორალისა და სტანდარტების ხარჯზე
ის ზრუნავს სხვებზე, მაგრამ ვინმეს დასაკმაყოფილებლად საკუთარ რწმენას მსხვერპლად არ სწირავს.

3. ნარკოტიკით, ალკოჰოლითა და სექსით "მკურნალობა" არ სჭირდება
ცხოვრებაში ისეთი პრობლემები არ აქვს, რომლებსაც
ქიმიური ნივთიერებებით ან გაუგებარი კავშირებით ებრძვის.

4. საკუთარ სხეულში დარწმუნებულია
თავს ისეთს იღებს, როგორიც არის. თავს არავის აბეზრებს, რადგან აფასებს საკუთარ სხეულს და საკუთარი თავის სიყვარული ისწავლა.

5. უფლებას არავის მისცემს გზაზე გადაეღობოს
სურს წარმატებული იყოს და გზად ყველაფერს იშორებს. იცის, რა სურს და საით წავიდეს. ძალებს იკრებს და საკუთარი სისუსტეების დამარცხებისკენ ისწრაფვის.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS