24 აპრილი, 2017
იცოდით, თუ არა რომ მუცელზე წოლა წნევას ადაბლებს - ძილის 9 ჯანსაღი პოზა
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ძილის დროს გარკვეულ პოზებს, შეუძლია ზურგისა და კისრის ტკივილის შემსუბუქება, დაგეხმარებათ გაციებასთან გამკლავებაში.

1. თუ ზურგის ტკივილი გაწუხებთ
დაწექით ზურგზე და მუხლებქვეშ დაიდეთ ბალიში. წელის ქვეშ კი შეგიძლიათ, მცირე ზომის, დაგრაგნილი პირსახოცი დაიდოთ.

2. გაწუხებთ მხრის სახსარი
პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ჯანმრთელ მხარეს წევხართ, მოხარეთ ფეხები, ჩაეხუტეთ ბალიშს, მეორე ბალიში კი მუხლებს შორის დაიდეთ.

ვისაც ორივე მხარი ტკივა - დაწექით ზურგზე, ხელები სწორად დაალაგეთ.

3. გაციების დროს
გაციებისას მდგომარეობა შეგიმსუბუქდებათ, თუ თავქვეშ მოზრდილ ბალიშს დაიდებთ.

4. თავის ტკივილის დროს
დაწექით ზურგზე, თავქვეშ დაილაგეთ ბალიშები ისე, რომ არ იმოძრაოს.

5. მენსტრუალური ტკივილებისას
დაწექით ზურგზე, მუხლებქვეშ დაიდეთ ბალიში, რათა ხერხემალი ზედმეტად არ დაიძაბოს.

6. სისხლის მაღალი წნევის დროს
ვისაც მაღალი წნევა აწუხებს, უნდა მიმართოს ექიმს, თუმცა წოლის პოზასაც აქვს მნიშვნელობა. წნევა დაბლა იწევს, როცა სახით ჩაბრუნებულს გრძინავთ.

7. მონელების პრობლემებისას
მარცხენა მხარეს წოლა აუმჯობესებს მონელებას. მუხლებს შორის დაიდეთ ბალიში.

8. თუ კისერი გტკივათ
კისრის ტკივილისას, ზუსტად მის ქვეშ დაიდეთ პატარა პირსახოცის გრაგნილი. ტკივილი შეგიმსუბუქდებათ.

9. როცა გულძმარვა გაწუხებთ
ექიმი დევიდ ჯონსონის რჩევით, გულძმარვის დროს საუკეთესოა მარცხენა მხარეს წოლა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS