21 აპრილი, 2017
3 რამ, რაც ყოველთვის ხდება, თუ ერთად მხოლოდ შვილების გამო ხართ
ბევრი წყვილი, ქორწინებაში ყოფნით შვილების კეთილდღეობისთვის იტანჯება. კარგავენ საკუთარ ბედნიერებას იმისთვის, რომ შვილები განქორწინების პრობლემებს აარიდონ.

თუმცა არსებობს 3 რამ, რომელიც მაშინაა გასათვალისწინებელი, როცა ერთმანეთის ატანა აღარ გაქვთ, ერთად ყოფნას კი "შვილების გულისთვის" არჩევთ:

1. თქვენი შვილები ერთმანეთთან ურთიერთობისას თქვენს ქცევებს გაიმეორებენ
გააზრებულად, თუ პირიქით, მშობლები შვილისთვის ურთიერთობის გარკვეულ მოდელს ქმნიან. ამიტომ გადახედეთ თქვენს ყოველდღიურ ურთიერთობას, ქცევას, ვინ ხართ ან როგორ ცხოვრობთ. არის, თუ არა ეს ის, რასაც საკუთარი შვილისთვის ისურვებდით?

2. დაძაბულობა იმატებს
ბავშვები ყოველთვის ადანაშაულებენ
ვიღაცას კონფლიქტებსა და უბედურებაში. ოჯახურ უთანხმოებაში, შესაძლოა, საკუთარი თავიც დაადანაშაულონ. ეს დაბალ თვითშეფასებამდე, დაძაბულობამდე, დეპრესიამდე მიიყვანს, ექნება სინდისის ქენჯნა, ვერ მართავს საკუთარ სიფიცხეს.

3. თქვენი შვილები კონფლიქტის ეპიცენტრში იცხოვრებენ
მაშინაც კი, თუ თქვენი კამათი არ ესმით და დაძაბულობას მხოლოდ საუზმობისას გრძნობენ, თქვენმა შვილებმა იმაზე მეტი იციან, ვიდრე თქვენ გგონიათ და ეს მათ ძალიან ღრმა ჭრილობას უტოვებს.

ასწავლეთ თქვენს შვილებს, შექმნან თქვენი გაუმჯობესებული ვერსია. აჩვენეთ, როგორია საკუთარი ღირსების შეგრძნება, დამოუკიდებლობა და პირადი საზღვრები.

ოდესღმე ამისთვის მადლობას გადაგიხდიან!

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS