18 აპრილი, 2017
ყველაზე ეგოისტი მამაკაცები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თქვენს წინაშეა ყველაზე ეგოისტი მამაკაცები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

3. ვერძი

მამაკაც ვერძებს ბავშვური ეგოიზმი ახასიათებთ. არ მოსწონთ, როცა რაიმეში ზღუდავენ, განსაკუთრებით სურვილებში. მამაკაცი ვერძი შესაძლოა სამჯერ დაქორწინდეს, მაგრამ თავს მაინც თავისუფლად და უცოლო კაცად გრძნობს და თუ მეორე ნახევრის მხრიდან უკმაყოფილებას მიიღებს, ის აგრესიასა და პროტესტს გამოხატავს. საკუთარი ცხოვრების სტილს ის არაფრის დიდებით არ შეიცვლის. მსგავსი ურთიერთობა კი ადრე თუ გვიან განხეთქილებამდე მიგიყვანთ.

2. ტყუპი

ტყუპი გამუდმებით ახალი ფეთქებადი გრძნობების, ემოციების, ვნებების, სასიყვარულო თავგადასავლების ძიებაშია.
გაურბიან პასუხისმგებლობებს. მათთვის ოჯახი ერთი დიდი რუტინაა. არავინ იცის თავში რა მოუვათ მეორე დღეს, ამიტომ ქალები, რომლებიც მეორე ნახევრებად ტყუპ მამაკაცებს ირჩევენ, მზად უნდა იყვნენ, რადგან მან შესაძლოა მოულოდნელად ტელეფონის ნომერი შეცვალოს და მეორედ ვერსად ნახავთ.

1. მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ქალების გულთამპყობელები არიან. მშვილდოსანი არასდროს მიიჩნევს ურთიერთობას სასიყვარულო ურთიერთობის საწყისად. თავისუფლება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, უპირველესია, რაც მას ამოძრავებს, რადგან სერიოზული ურთიერთობების ცეცხლივით ეშინია და მზადაა "ეგოისტის" სტატუსი მთელი ცხოვრება ატაროს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
sandro
ar daijerot xalxo, yvelaperi tyuilia "tyupebze"
03:20 / 20-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS