აი, რის გაკეთება არ შეიძლება ვნების კვირეულის შაბათ დღეს:
1. ისევე, როგორც ვნების კვირეულის სხვა ნებისმიერ დღეს, შაბათს დაუშვებელია გართობა, დალევა, ჩხუბი, დაბადების დღის აღნიშვნა და დროს ტარება ქორწილში. უმჯობესია, ეს დღე დღესასწაულისთვის მზადებასა და ლოცვაში გაატაროთ.
2. ასევე სჯობს თავი შეიკავოთ არასამარხვო საკვებზე, რადგან დიდი შაბათი დიდმარხვის ბოლო დღეა.
3. ამ დღეს ხორციელი ვნებების დაკმაყოფილება დიდ ცოდვად ითვლება.
4. არასასურველია რაიმეს გასესხება: ფულის, პროდუქტისა
5. ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო, მიწასა და ბაღში სამუშაო სჯობს გადადოთ. შეძლებისდაგვარად შეიკავეთ თავი რეცხვის, ლაგებისა და დაუთოებისგან.
დიდ შაბათს ყურადღება გაამახვილეთ ამინდზეც, რადგან ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ თუ ეს დღე თბილი და მზიანი იქნება, მაშინ ზაფხულიც ცხელი გველის. წვიმისა და სიცივის შემთხვევაში კი, ზაფხულში სითბოს არ უნდა ველოდოთ.
ანა გარელი