13 აპრილი, 2017
დიდი ხუთშაბათი - 7 რამ, რაც ამ დღეს უნდა გააკეთოთ
დიდ ხუთშაბათს უამრავი ტრადიცია უკავშირდება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და მატერიალური კეთილდღეობა.

იბანავეთ დღისით
ტრადიციის მიხედვით დიდ ხუთშაბათს დღისით უნდა იბანაოთ. ადექით მზის ამოსვლამდე და მიიღეთ შხაპი. ამ დროს წყალს სამკურნალო ძალა აქვს - ჩამოგბანთ წყევლას, დაავადებასა და ცოდვებს.

შეიცვალეთ ვარცხნილობა
თუ ვარცხნილობის შეცვლა დიდი ხანია გსურთ. ახლა საუკეთესო დროა ამის გასაკეთებლად. შეჭრილ თმასთან ერთად მიდის ბოროტება, ავი თვალი და დაავადებები.

ეწვიეთ ტაძარს
წადით ტაძარში, ეზიარეთ. ეს ცოდვებისგან გაგანთავისუფლებთ.
დიდ ხუთშაბათს ენთება ცეცხლი, რომელიც სანთლის საშუალებით სახლამდე უნდა მიიტანოთ. მიიჩნევა, რომ ასეთი სანთელი სახლს მთელი წლის განმავლობაში უბედურებისა და ხანძრისგან დაიცავს.

სახლის დალაგება
თუ სახლს კარგად დაალაგებთ, სიხარული გაჩნდება. ნუ დაგეზარებათ ფანჯრების, კარების, კედლების, იატაკის, ჭერისა და სხვა ყველაფრის დასუფთავება. განთავისუფლდით გამოუსადეგარი, ძველი ნივთებისგან, მაგრამ ნუ გააჩუქებთ. უმჯობესია სანაგვეში მოისროლოთ.

დაითვალეთ ფული
ნუ გაასხეხებ და მეზობლებს ნუ ათხოვებ სამზარეულოს ჭურჭელს. მთელი წლის განმავლობაში ფინანსური უზრუნველყოფისთვის, გადათვალეთ ფული, რაც გაგაჩნიათ.

მოამზადეთ სადღესასწაულო პასქა
მოამზადეთ სადღესასწაულო პასქა და შეღებეთ კვერცხები. ყველაფერი კარგად რომ წარიმართოს, ცხობისას დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ - იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურად.

ანა გარელი
შეიძლება დაგაინტერესოთ  


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS