ვერძი
არ გაქვთ შესვენებისა და მოდუნების უნარი. როცა ნერვიულობთ ცდილობთ მთლიანად საქმეზე გადაერთოთ და ერთდოულად რამდენიმე სამუშაოს ეჭიდებით, თუმცა ეს მხოლოდ ცოტახნით გეხმარებათ.
კურო
ყველაზე მეტად წარუმატებლობა გაშინებთ და თქვენი აღელვების მთავარი მიზეზიც ესაა. ცდილობთ ღელვას პროდუქტიული მიმართულება მისცეთ. პრობლემა იმაშია, რომ როცა საკუთარ არასრულყოფილებას აღმოაჩენთ (უანკლო კი არავინაა) სტრესს მიეცემით.
ტყუპი
არ გიყვართ გადაწყვეტილების მიღება და ყველაფრის დაგეგმვა. იმპულსური ხასიათის გამო სტრესში ხშირად ვარდებით. ამიტომ ვიდრე სისულელეს
კირჩხიბი
კომფორტისა და სტაბილურობის წყურვილი გკლავთ, ამიტომ მათი არ ქონა სიმშვიდეს გიკარგავთ.
ლომი
ყველგან და ყოველთვის კონტროლის სურვილი გამოძრავებთ და თუ ამ როლს სხვა მოირგებს, თავს კარგავთ.
ქალწული
გსურთ, რომ ყველაფერი მკაცრად განსაზღვრული კანონების მიხედვით წარიმართოს. სრულყოფილებისკენ თქვენი სწრაფვა მოსვენებას გიკარგავთ.
სასწორი
გამუდმებით დაბალანსებისკენ ისწრაფვით, ამიტომ უსამართლო ან დაძაბული სიტუაციების ატანა არ გაქვთ. მშვიდობის მოყვარული ხართ, რომელსაც ყოველგვარი ქაოსი თრგუნავს.
მორიელი
დაუცველობის განცდა მორიელისთვის მიუღებელია, ამიტომ როცა თავს კარგავთ და ვიღაც თქვენს სისუსტეს ხედავს, თქვენთვის ეს რეალური სტრესის საბაბი ხდება.
მშვილდოსანი
ავანტიურისტული სული გაქვთ, რომელსაც მუდმივად ცვლილებები სჭირდება. ყველაზე მეტად ერთ ადგილზე გაჩერება გაშინებთ.
თხის რქა
მომართული ხართ ისე, რომ ყოველთვის "სწორად" და "პასუხისმგებლიანად" მოიქცეთ, რაც შინაგანად გჭამთ. გახსოვდეთ, რომ ხანდახან სრულიად დასაშვებია მოდუნდეთ და დინების მიმართულებას მიჰყვეთ.
მერწყული
გიჭირთ სხვებთან ემოციური კავშირის დამყარება და მარტოობას არჩევთ. როცა ხანგრძლივ ურთიერთობაში ხართ, საბოლოოდ ეს პანიკაში გაგდებთ.
თევზები
გიჭირთ, როცა თქვენგან ძალიან ბევრს ითხოვენ და რაიმე წვრილმანის გამო შესაძლოა ატირდეთ კიდეც. თქვენი შემოქმედებითი ნატურა მაშინვე ყველა პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას ცდილობს.
ანა გარელი