07 აპრილი, 2017
ადამიანების 90% არასწორ ასაკში თხოვდება - აი, როდის უნდა დაოჯახდეთ
თუ უკვე 25 წლის ხართ და შიშობთ, რომ "ბებერ ქალიშვილად" მოკვდებით, თქვენთვის კარგი სიახლეები გვაქვს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანების უმრავლესობა არასწორ ასაკში ქმნის ოჯახს.

იუტას შტატის უნივერსიტეტში, პროფესორ ნიკოლას ვულფინგერის მეთაურობით, მეცნიერების ჯგუფმა დაასკვნა, რომ ოჯახის შექმნისთვის იდეალური ასაკი 28-32 შორის წლებია.

სწორედ 30 წლისკენ ყალიბდება ადამიანი, ხდება მეტად მოაზროვნე, მშვიდი, გონივრული და მზადაა გახდეს მშობელი.

სტატისტიკური მაჩვენებლით, სწორედ ჩამოყალიბებულ ასაკში შექმნილი ოჯახებია ყველაზე ხანგრძლივი. შესაბამისად, თუ 30 წლისთვის დაქორწინდებით, განქორწინების შანსები ყველაზე მცირეა.

ექსპერტები კიდევ
ერთ მიზეზს ასახელებენ, თუ რატომაა "გააზრებული" ქორწინება სტაბილური:

"ისინი, ვინ 30 წელს მიახლოებულ ასაკში ქმნიან ოჯახს, უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ. საიდუმლო კი არავისთვისაა, რომ ოჯახების უმრავლესობა სწორედ ფინანსური პრობლემების გამო ინგრევა".

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS