მან იწინასწარმეტყველა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, განკურნა უამრავი მძიმედ დაავადებული, გახსნა უმძიმესი დანაშაულები.
ზებუნებრივი ძალების საშუალებით ის ადამიანებზე ზემოქმედებდა და მიუხედავად ამგვარი ძალისა ზიანს არავის აყენებდა.
ერთხელ მან სურვილის ასრულების ერთი საიდუმლო გაამხილა.
თუ საკუთარი ბედისწერის მართვა გსურთ - მოემზადეთ!
გაამზადეთ დიდი სანთელი და ქვაბი, რომლის მეოთხედი შევსებულია მზესუმზირის ზეთით.
სანთელზე ნემსით ამოტვიფრეთ თქვენი სანუკვარი ოცნება, შემდეგ კი ზეთიან ქვაბში ამოავლეთ.
ამოიღეთ
სანთელი მოათავსეთ სასანთლეში, დაანთეთ და ბოლომდე ჩაწვით.
სანთლისგან დარჩენილი ცვილი შეაგროვეთ და მოათავსეთ მცირე ბარათში, რომელსაც თილისმის სახით შეინახავთ, ვიდრე სურვილი არ აგისრულდებათ!
მთავარია გჯეროდეთ, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია.
ანა გარელი