04 აპრილი, 2017
ღრუბელი, პირსახოცი და კბილის ჯაგრისი - რამდენად ხშირად უნდა ცვალოთ ჰიგიენის საგნები
პირადი ჰიგიენის საგნები მაქსინალურად სუფთა და უსაფრთხო უნდა იყოს, რამდენადაც თქვენი ჯანმრთელობა და გარეგნული მხარე ამაზეა დამოკიდებული.

გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ რამდენად ხშირად უნდა ცვალოთ ჰიგიენის ესა თუ ის ნივთი:

სავარცხელი
დერმატოლოგების რჩევით სავარცხელის შეცვლა აუცილებელია 6-12 თვეში ერთხელ.

კბილის ჯაგრისი
პირის ღრუს სისუფთავის შესანარჩუნებლად ექიმები გვირჩევენ, რომ კბილის ჯაგრისი 3-4 თვეში ერთხელ უნდა შევცვალოთ.

ღრუბელი

თუ აბაზანის მიღება საყვარელი ღრუბელის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

- ღრუბელი ყოველდღიურად გააშრეთ.

- ნუ გამოიყენებთ ღრუბელს პარსვის შემდგომ.

- ნურასდროს
დაიბანთ სახესა და ინტიმურ ადგილებს ღრუბლით.

- ღრუბელი კვირაში ერთხელ გარეცხეთ.

- სინთეთიკური მატერიის მქონე ღრუბელი შეცვალეთ 2 თვეში ერთხელ, ნატურალური მატერიის მქონე კი 3-4 კვირაში ერთხელ.

საწოლის თეთრეული
თეთრეული უნდა გამოცვალოთ კვირაში ერთხელ, ხოლო თუ შიშველს გძინავთ ან ძილის წინ შხაპის მიღება გეზარებათ, გამოცვალეთ უფრო ხშირად.

საპარსის პირი
სპეციალისტების რჩევით, კანის გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად, საპარსის პირი 5-7 მოხმარების შემდეგ უნდა შეცვალოთ.

აბანოს პირსახოცი
აბანოს პირსახოცი 3-4 გამოყენების შემდეგ აუცილებლად უნდა გაირეცხოს.

ხელის პირსახოცი
ხელების ხშირი და რეგულარული დაბანა პირადი ჰიგიენის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი პირველი პირობაა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გაშრობის პროცესი. პირსახოცი 2 დღეში ერთხელ უნდა შეიცვალოს, ან გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცი.

სახის პირსახოცი
კისრისა და სახის კანი, სხეულის კანზე მგრძნობიარეა, ამიტომ აქ პირსახოცი ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS