31 მარტი, 2017
რომელი პროდუქტები დაგეხმარებათ ღრმად და მშვიდად დაძინებაში
სამწუხაროდ, ძილის დარღვევა თანამედროვეობის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. უძილობის ერთ-ერთი პირველი მიზეზი არასწორი კვებაა.

გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომლებიც მოდუნებასა და ღრმად დაძინებაში დაგეხმარებათ:

1. რძე
ცნობილი და წლების მიერ გამოცდილი საუკეთესო საშუალებაა - ჭიქა თბილი რძე თაფლით.

2. მოშუშული ბოსტნეული
ძალიან დაბალკალორიული საკვები, რომელსაც ორგანიზმი სწრაფად ითავისებს და გეხმარებათ ტკბილად დაძინებაში.

3. ხაჭო
ძილის წინ მისართმევად საუკეთესო პროდუქტია ხაჭო.

4. ბანანი
ეს ხილი ორგანიზმში მელატონინისა და სერატონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც საძილე აბებივით მოქმედებს.

5. გამომცხვარი
კარტოფილი
გამომცხვარი კარტოფილი კუჭს არ ტვირთავს, აქვს მოდუნებისა და ძილის მოგვრის ეფექტი.

6. გვირილას ჩაი
რთული სამუშაო დღის ბოლოს, მოდუნებაში სწორედ გვირილას ჩაი დაგეხმარებათ.

7. გრეიფრუტი, ფორთოხალი და ანანასი
ეს ხილი არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ძილის დროს წვავს ცხიმებს, წმენდს კუჭს და გეხმარებათ გახდომაში.

8. ინდაურის ხორცი
ვახშმისთვის შესანიშნავია ინდაურის ხორცი, რომელიც დიდი რაოდენობით ტრიპტაფონს შეიცავს, რაც სერატონინის გამოყოფაში ეხმარება. საკვები მოგადუნებთ, გაგანთავისუფლებთ სტრესისგან და მშვიდად დაძინების საშუალებას მოგცემთ.

9. ორთქლზე მომზადებული თევზი
კუჭისთვის ძნელად მოსანელებელი ხორცეულის შესანიშნავი ალტერნატივა სწორედ თევზეული გახლავთ, რომელიც სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს და ორგანიზმში მელატონინის გამოყოფას უწყობს ხელს. სწორედ ეს ნივთიერება არეგულირებს ძილს.

10. ნუშის და კედარის თხილი
ეს პროდუქტებიც ეფექტურად ებრძვის სტრესს. მათი მირთმევით ღრმა და მშვიდი ძილი გარანტირებული გაქვთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS